კადრებში
37, Tbilisi, Georgia

აჰა, შენ დანა და გამოითხარე, თუ სიხარბის მიზეზი ერთ-ერთი თვალია, შენი რჩევების იმიტომ არ მჯერა, რომ შეცდომებზე არ გისწავლია, ადრე კი, მაგრამ უკვე ამჯერად წარმატებისთვის ვიღს სცალია, როცა იცი, რომ წარმატება ხარ თავად, თან გარშემო ყველა მთვრალია...

არა, მე თავად ლოგიკისკენ არ ვარ, ლოგიკა თუ არ იმოქმედებს ჩემნით, ისინი ჩემზე ფიქრობენ რომ ბრმა ვარ, (დაე) იფიქრონ ჩემი „ლოცვა-კურთხევით“

ხანდახან ისე ვარ, მგონია არ ვარ, ვიყურები ზემოდან, მეძებენ ქვევით, ყველა შენი მოგზაურობის გზა ვარ, ცხენით, მანქანით, რაკეტით, გემით.

შენ იცი, ცურვა რა ძნელია, თან როცა დინება საპირისპიროა, ესეც ხომ კანონზომიერია, რომ რაღაც სულ სანადიროა, გაწყვიტე იმედის ძაფები, მანდ გავლაც კი სასაცილოა, შეწყვიტე ძიება გმირების, დამიჯერე ეს ქვეყანა უგმიროა.

ვიცი სადღც მართალია ის ვინც მე მკარგავს, თუმცა ისიც მართალია, ხედავს ჩემს ვარდნას, ბევრი მოწია, დალია, - დარდებს ვერ ფანტავს, მისი ბიჭი ახალია, მაგრამ მე არ მგავს ... საერთოდ ყველაფერს უკანვე ვაბრუნებ თუ რამე ავიღე, თუ ვერ შემოდიხარ და ისევ ხურდები მე უნდა გავიდე, მე წაგაგებინე, განა მე მოგიგე, რა ვეღარ გაიგე, მეც გამაგებინე „ჰბდდბ“ დან თუ რამე გაიგე ...

მეც ზუსტად იმდენ ხანს ველოდე განთიადს, სანამ ბოლოს და ბოლოს არ გათენდა, ვაღებდი ჩემივე ოთახის აფთიაქს, ის რაღაც ბალახი სიმშვიდეს მაძლევდა, არადა სად აღარ იწვიმა, იქუხა, „მარტო ჩემი საქართველო დასველდა“

მოდი რა, შეეშვი ნაკლების ძიებას, ვერ დათვლი, იმდენი ნაკლია ჩემში, წარმოიდგინე, ის ბავშვიც მე ვარ, მაშინ რომ წაიქცა „ქალაქში მტვერში“ მაინც ავენთე ჭაობში, ვიცურე ქვიშაში, ვანათე ბნელში და როგორც იმ იმპერატორს მეც (მეც) არაფერი მაქვს ხელში .. ყოველი ჩემი ცოდვა, ბოლომდე ცოდვას არ გავს, ისე მეც შემეცოდა თავი, თავს რომ აღარ გავს, მანახე საზღვარი, რომელიც ზომიერებას მართვს,


მანახე სად არის მართლი, მართლა ვის არქმევ მართალს ...


მართლა, ვინც არაფერს არ წვავს, არ წამს მას არაფრის, არ წამს, იმ წამს ფიქრობს, როცა ამ წამს, „ლუცი“ ახამხამებს წამწამს, დემონი კი ტამტამს ატამტამებს და ფანტას სვამს და იქნევს თან ტანს, მალე შემოეპარება ზამთრს ...

საერთოდ ყველაფერს უკანვე ვაბრუნებ თუ რამე ავიღე, თუ არ შემოდიხარ და ისევ ხურდები მე უნდა გავიდე, მე წაგაგებინე, განა მე მოგიგე, რა ვეღარ გაიგე, მეც გამაგებინე „ჰბდდბ“ დან თუ რამე გაიგე ...

2 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes