მარადიული სიყვარული არ იჟანგება, არ იმტვერება აწყვეტილი დროის თარეშით.....
მოდი რა . . .
გაჩუქებ რაც რამ მაბადია,
სიცოცხლეს, სიყვარულს,
ცხოვრებას არეულს . . .
მითხარი სხვა ჩემგან თუ რამე გწადია,
ეგება სხვა ყველაც წამართვა მთვარეულს.
ლოდინი ...
წლებად გაწელილი თეთრი წამები...
სიჩქარე 20...
მოლოდინი მოპატიჟების...
მაჯის მილევა,
სუნთქვა?
ან კი არის საერთოდ?
ასფალტი...მტვერი...
არიტმიული პულსაცია მთელი ქალაქის...
მე_ დაკარგული
ქუჩის ხმაურში...
მრევს მოგონება სახის ხავერდის...
შენ _ბედნიერი...
სხვისი ქმარი...
სხვისი მამა...
სხვისი შვილი და
მე_ არავისი...
თავის_უფალი..
იცი?ლოდინი რა ძნელია?!
როცა სიმარტოვეს ებრძვი,
ნახე...რამდენი ვარსკვლავია
მე კი მენატრება ერთი!
იმას რაც ერთხელ წუთმა წაგართვა,ვერ დაგიბრუნებს მარადისობა...
იცი რა მინდა? - სიყვარული მინდა მაწვიმდეს,
მიმტროს ამინდმა, გალუმპული სული აწივლდეს,
მან, რაც წავიდა აღარაფრით ავნოს აწინდელს,