ლექსი
40, Kutaisi, Gruusia

ქალის ასაკი

ცხოვრება მიდის წლები გამოხდა,
უწყვეტად ბორგავს ბედის ბორბალი,
დავბერდი ცოტა, მაგრამ რა მოხდა,
წლებს არ ვნებდები, გინდა მომკალი.

თავხედი სარკე მიმატებს ხაზებს,
ურცხვად მატყუებს, არც კი რცხვენია,
ნაოჭს მითვლის და ისე მაბრაზებს,
სურს დამაჯეროს თითქოს ჩემია.

ცოტა დავქალდი, თუმც წლების მერე,
მაინც ხომ მჯერა ზღაპარ–არაკის,
დავდივარ ისევ და ყელს ვიღერებ,
"ცოტათი" გავსცდი "ასაკს ბალზაკის".

ღამით თუ ოდნავ გამიკრთა ძილი,
რა მოხდა, ვის არ აწუხებს სევდა,
თუ მოსაცველელი არ შემრჩა კბილი
და უსათვალოდ გაძნელდა ხედვა.

ხანდახან ძაფზეც ამიცდა ნემსი,
განა დრო მუდამ გაგაღიმილებს,
გამოებერა საფეთქლებს მყესი,
ხელებშიც ვეღარ ვიჭერ გვირილებს.

სულ ტყუილია სახის იერი,
გრძნობების წყაროს წლები ვერ აშრობს,
გული არასდროს არის ხნიერი,
ბავშვად მოდის და ბოლომდე ბავშვობს.

ცხოვრება მიდის, წლებიც გამოხდა,
რად მითვლი ნაოჭს, ხომ არ გაგიჟდი,
ცოტა დავბერდი, მერე რა მოხდა,
არ იქნა მაინც ვეღარ დავდინჯდი.

დღეს მოკრძალებით მეძახი _"მადამ"
ჩემში ის გოგო არ გეგულება,
ქალის ასკიც იცოდე ადამ,
მოგონილია როგორც ცდუნება.

/ნანა მეფარიშვილი/
@nita nitusia

79 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.