დ ე დ ა - შ ვ ი ლ ო ბ ა .....
39, Florence, Itaalia

ის ცრემლი მიყვარს, ის წმინდა ცრემლი,

დედას რომ მოსდის როცა შვილს აჩენს,
ცრემლი ოცნებით გაღვივებული,
შვილს რომ ეცემა როცა თვალს ახელს...
ის გული მიყვარს, ცრემლით გამთბარი,
დედის გრძნობებით გახარებული,
ის გული მიყვარს როცა ოცნებობს,
შვილი გაზარდოს გალაღებული...
იმ საოცნებო წუთების მსგავსად,
როცა სიცოცხლე ამ ქვეყნად მოდის,
იმ უჩვეულო წუთების ფასად,
ბოლო მოეღოს უსაზღვრო ლოდინს...
დრო მიდის ჩუმი, შეუჩერებლად,
შვილი იზრდება, დედა ბერდება,
გული ისევ ძგერს შეუსვენებლად,
მაგრამ დრო მიდის, სუნთქვა ჩერდება...
ის ცრემლი მიყვარს, ჩაფიქრებული,
სევდით აღსავსე მოთრთის სახიდან,
ის ბოლო ცრემლი დედის გულს ათბობს,
სიმწრითნაღვარი შვილის თვალიდან...
ცხოვრება ასე რთულია მხოლოდ,
დედა მიდის და შვილი კი რჩება,
დედას ეცემა ის მწარე ცრემლი,
მათ შორის გრძნობა არასდროს კვდება......

4 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.