მარადისობის  ლაჟვარდები
60, Tbilisi, Gruusia

                                                         Заплакать -  одно  мне  осталось.

                                                                                               Александр  Блок.



ცრემლი  არ  მოდის,  მაინც  მე  ვტირი

და  შორეული  სივრცე  მიტაცებს.

სული  გაფრინდა თეთრი  მტრედივით,

სხეული  დარჩა  ცოდვილ  მიწაზე.

ალბათ  იქ  ჩემზე  ვიღაც  ნაღვლობდა,

მაშინ  როდესაც  მე  არ  ვიცოდი

ასე  მგონია  სულთან  ახლოა,

ცისფერი  შუქი  მარადისობის.

ცოტა  ხნის  შემდეგ  სისხლიც  გაშრება,

ვხედავ  სიკვდილის  ყვითელ  მანტიას.

მე  ვიფერფლები,  გულის  გარშემო

მსოფლიო  სევდის  ცეცხლი  ანთია.

უკვე  დაღამდა,  ისევ  მე  ვტირი:

და  უხილავი  სივრცე  მიტაცებს.

სული  გაფრინდა  თეთრი  მტრედივით,

სხეული  დარჩა  ცოდვილ  მიწაზე.

 

4 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.