ო, როგორ მიყვარს კახეთი!
მიყვარს ვენახი, ვაზები!..
სხვაგან სად არის ასეთი
ზღაპრული პეიზაჟებიი! -
დაბლა ალაზნის ხეობა,
წინ - შემართული ქედები.
მზე კახეთს უთმობს მზეობას,
აქ არის ჩემი ედემი!
ალაზნის მღვრიე მორევში
სამშობლოს გული ბუბუნებს.
აქ კაცი სიმარტოვეში
ობლობას არ იწუწუნებს...
Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.