რეზინობანა
29, Tbilisi, Georgia

იმ მხარეს მამა დავაყენე
ამ მხარეს დედა
ფეხებით უნდა დაიჭირონ ჩემი სამყარო,
ვხტები, ვშორდები დედამიწის მიზიდულობას
ტილები
თავს ვერ იმაგრებენ თმაში
– გავყარე.

ერთი ორი სამი
ერთი ორი სამი
მამის ნაცვლად შემეძლო
აქ დამედგა სკამი,
მერე შევჯიბრებოდი
ამ თამაშში მამაჩემს,
მაგრამ მამა მომკვდარა
ჩემთან ვერ ითამაშებს...

ერთი ორი
ერთი ორი
საზღვრის მავთულხლართები,
კისერს ზემოთ ვერ ვხტები,
ვვარდები...

დე,
ნუ დაგეზარება მუხლის სპირტით მობანა
ორი ქვეყნის საზღვარი -
ჩემი რეზინობანა.…

4 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes