SerNuka's blog

SerNuka
55, Tbilisi, Γεωργία

შენ იმდენად ძვირფასი ხარ ჩემთვის,
რომ სიტყვები ბევრ ვერაფერს გეტყვის . . .
ჩემს სამყაროს შენ იმდენად ათბობ,
რომ ამ სითბოს მე ვერასდროს დავთმობ.
შენ იმდენად მილამაზებ გრძნობებს,
მინდა ყველა ამ სიყვარულს გრძნობდეს,
ჩემს ყველა ფიქრს შენი სუნთქვა ერთვის,
მადლობელი უნდა ვიყო ღმერთის.
შენ იმხელა სიცოცხლე ხარ გულის,
არაერთხელ ცრემლში ჩაძირულის,
უკვე ბევრჯერ შემიმშრალე ცრემლი,
დამავიწყე ტკივილები ძველი.
სულ ჩემს გვერდით რომ გიხილო მინდა,
ვფიქრობ, შენთვის ყველაფერი ღირდა,
მე არ დაგთმობ არასოდეს, არა
უშენობით ეს წარსულიც კმარა !!!


მე შენ მიყვარხარო . . .
ჩუმად ჩაგჩურჩულე,
შენ კი ამიხლართე გზები,
ვიღაც სხვა მეტრფისო, ფიქრი გამირთულე,
ჭირსაც წაუღია სხვები.
მე შენ მიყვარხარო . . .
ზეცას დავაწერე,
შენზე შევღაღადე უფალს,
გული გამომექცა, ვეღარ გავაჩერებ,
შენი სიყვარული მღუპავს.
მე შენ მიყვარხარო . . .
ხელებს გიკოცნიდი,
შენთან სიახლოვე მსურდა,
სხვებიც მეტრფიანო - ასე მპასუხობდი,
პასუხიც ასეთი უნდა.
მე შენ მიყვარხარო . . .
ამას მოგაძახებ, მაინც მოგაძახებ გულქვავ !


10.03.2012

ყველაზე ლამაზი სიჩუმე ყოფილა,
სიჩუმე არაფრის მთქმელი,
ყველაზე ლამაზი ოცნება ყოფილა,
ოცნება სათქმელად ძნელი.
ყველაზე ადვილი ლოდინი ყოფილა,
შეხვედრა ყველაზე ძნელი,
ყველაზე ადვილი სიკვდილი ყოფილა,
ცხოვრება . . . ძალზე ძნელი !


შენთვის მონადენი ცრემლი ნაგუბარი, როდის შემიშრება ნეტავ,
კედელზე სანთელი შენთვის დანთებული, ეხლაც ანთია კენტად,
და გრძნობა ჩემი შენთვის შობილი, ეხლაც იწერება ლექსად,
ჩემი წერილები შენთვის მოწერილი, ყველა რად აქციე ფერფლად !
მე ჩემი ხატება მსგავსად შენნაირი, ვეღარ ვიპოვე ვერსად,
ცოცხალს თუ არ მერგო შენი სიყვარული, საფლავში მერგოს ნეტავ,
ცივ სამარეში აღარ შეგცივდება, რადგან მე ვიქნები შენთან,
ლოცვად მუხლმოყრილი უფალს ვევედრები, იქ მაინც ვიყოთ ერთად !


ქალი წვიმაა, ღრუბელი, ნამი ნესტის და ნაპირის . . .
როცა გგონია ცრემლი სდის, მაშინ საერთოდ არ სტირის,
როცა ამინდი მზიანობს, თვალებს ირეკლავს ტბებიდან,
ციცინათელებს როცა ხსნის, ცხრაპირ დაწნული თმებიდან . . .
მზერას რომ ატანს მთის კალთას, არწივებთან და ჯიხვებთან,
როცა მარტოა სევდასთან, მოგონებასთან, ფიქრებთან . . .
ნუ მოსთხოვ იმდენს რომ მერე, დუმილის იქცეს ზიარად.
ქალია, უნდა გახსოვდეს
ისე ძლიერიც კი არა, რომ
მარტომ შეძლოს აკიბოს მთაზე ბილიკი ნაბიჯით,
ხელი გეჭირა ? . . . გაგიშვა ?
შენ არ გაუშვა - გაგიჟდი ?!
ქალი წვიმაა, ხან მოვა . . . ხან ნისლად აკრეფს საფიქრალს,
თეთრი ბრინჯივით დაგაბნევს, მერე მოგდგება, აგკრიფავს . . .
აიტან ? - უნდა გიყვარდეს . . . უნდა…


27.01.2012

ექიმო, – მიმართავს მამაკაცი ექიმს – ცუდ დღეში ვარ, არ ვიცი რა წყალში გადავარდე.
_ რა გაწუხებთ?
_ მე არაფერი, ცოლზე მოგახსენებთ, მივალ სახლში, ვიღაც კაცთან წევს, მივალ მეორე დღეს ახლა სხვა კაცთანაა.
_ მერე შენ როგორ იქცევი?
_ მე მეუბნება, გადი მეორე ოთახში და ვალიდოლი დალიე, დამშვიდდებიო და მეც ასე ვიქცევი.

_ ჩემთან რაღა გინდა?

_ ამდენი ვალიდოლი კუჭზე არ მაწყენს?



ავტობუსში შერბის მანიაკი და ყვირის.

– ეხლა ყველას გაგაუპატიურებთ!

– მოხუცები მაინც დაინდეთ. – სთხოვა ახალგაზდრა ქალმა.
ამ დროს ამ ქალს მოუბრუნდა ხნიერი ქალბატონი:

– შვილო,შენ გაჩუმდი, რაკი თქვა ყველასო, ესე იგი, ასეა საჭირო…:))



მოხუცი კაცი მივა ექიმთან. ექიმო შარდის გაკავება მჭირსო. ექიმი კითხავს - ბაბუ რამდენი წლის ხარო?…


კატებს დღეში 16-18 საათი სძინავთ.

ქალების 90% სავაჭრო ცენტრში შესვლისას მარჯვნივ უხვევს, არავინ იცის რატომ.

ქალებს უკეთესი ყნოსვა აქვთ, ვიდრე კაცებს.

ბავშვები გაზაფხულზე უფრო სწრაფად იზრდებიან.

ალფრედ ნობელს ცოლი მათემატიკოსთან ღალატობდა, ამიტომ დღესაც კი ნობელის პრემია მათემატიკოსებს არ გადაეცემათ.

კლეოპატრა ეგვიპტელი კი არ იყო, არამედ ბერძენი.

ფრანგული ენა იყო ინგლისის სახელმწიფო ენა 600 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

მამაკაცი სუნთქვის დროს მუცლით სუნთქავს, ქალი კი მკერდით.

პოლიციის მეძებარ ძაღლებს ნარკოტიკს უკეთებენ, რადგან ორგანიზმი თხოულობს ნარკოტიკს და ძაღლიც ეძებს.

პიტბული შექმნილია 60 სხვადასხვა ცხოველის გენებისგან.

ლიმონში არის უფრო მეტი შაქარი, ვიდრე მარწყვში.

ავსტრალიაში უფრო მეტი კურდღელია, ვიდრე ჩინეთში ადამიანი.

დელფინებს ძილის დროს ცალი თვალი ღია აქვთ.

მხოლოდ 2 არსებაა ისეთი, რომელიც უკან ხედავს ყველაფერს თავის…


ამ ქუჩის ბოლოს,
ამ ქუჩის ბოლოს, ორი მოხუცი ცხოვრობს,
მათი სახლ-კარი მარტოობისგან დამსგავსებია სოროს.
ცაში ღრუბლებად გადაიშლება, ქვეყნის ოთხივე კიდეს,
რაც უფიქრიათ, რაც წაუკითხავთ, რაც სიზმრებიათ კიდევ.
გაიხსენებენ ახალგაზრდობას, როგორც შხაპუნა წვიმას,
მათი შვილების პატარაობას, ათას უბრალო წვრილმანს.
ფანჯრის რაფაზე ბეღურები და წამლის შუშები სხედან,
წიგნი... საქსოვი... ბანქოს ქაღალდი ანიავებენ სევდას.
ამ ქუჩის ბოლოს,
ამ ქუჩის ბოლოს,
ორი მუხუცი ცხოვრობს,
აქედან ვხედავ და უკვე მიყვარს ბევრი ჩვენგანის ბოლო.
მაგრამ ხანდახან შიში შემიპყრობს და იმ დღეებზე ვდარდობ,
ამ ქუჩის ბოლოს ერთი მათგანი როცა დარჩება მარტო . . .


ლამაზი სული ლამაზ სხეულში
დასაბამიდან ძგერს,
ლამაზი გრძნობა, თუნდ სევდიანი
მარადიულად ჟღერს...
დუმილის ნიჭი,ნიჭი სიჩუმის
არ გააჩნია ბევრს,
შენს სიჩუმეში ნაწრთობი გრძნობა
გამამხნევებდა მეც.
ხომ შეგამჩნიე,არც დამიჯერებ
დღეს შეგამჩნიე დღეს...
და თუ აგყვება შენ ჩემი გული
ბრალს ვერ დამდებენ მე.
დუმილის ნიჭი,ნიჭი ჩუმი წვის
არ გააჩნია ბევრს,
ხვალ თუ არ მოხვალ რამის სათქმელად
ვეგარ დაგიცდი ზეგ...
მოდი მითხარი რა გაქვს სათქმელი,
ნუღარ დაუცდი სხვებს,
დუმულის ნიჭი,ნიჭი დუმილის
არ გამაჩნია მე !


დაგავიწყდი... დაგავიწყდა,
დაგავიწყდა, დაგავი... -
ასი დღეს და ასი ღამე
ჩემს მკლავზე რომ დაყავი.
ჩამოწერე, როგორც ძველი
ზღაპარი ან იგავი -
ის ასი დღე: მე რომ - შენი,
შენ რომ - ჩემი იყავი.
რომ ეგონე მთელ ქვეყანას
ჩემზე გადაგებული -
სურათიც კი არ გვაქვს ერთი -
ერთად გადაღებული.
ვერაფრით ვერ დაგივიწყებ,
ვერაფრით ვერ დაგივი...
ველი მკერდზე შენს შეხებას -
ძველი იატაკივით...


← προηγούμενος 1 2 3 4 5 ... 8 Επόμενο
Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά