www's blog

www
29, Tbilisi, Γεωργία

მივდივარ, შენს სულში ვერ ვნახე ადგილი,
ვერ მოგეც სინათლე, საღამოს ბინდი ვარ,
მერწმუნე, ეს წასვლა არ არის ადვილი,
გიტოვებ ჩემს გულს და უგულოდ მივდივარ.
შენს თვალებს შერჩება მშიერი ფერები,
გარიდებ ცრემლებს და წამებიც დავთვალე,
წასვლისას, ერთხელაც მომხვიე ხელები,
ხელები, ოდესღაც ჩემად რომ ჩავთვალე.
მეგონა, სულ მცირე სინანულს მომცემდი,
მიკივის სული და თვალთმაქცად მშვიდი ვარ,
შენ ხომ მე ყოველთის ასე მაოცებდი,
ღიმილებს გიტოვებ, ცრემლებით მივდივარ.
არეულ ნაბიჯებს ლოდები ეკიდა,
მივათრევ სიცოხლეს დროებით ნათხოვარს,
ვიცოდი, არ ვიყავ მე შენი ნეკნი და,
ჩათვალე, გზად შეხვდი გრძნობების მათხოვარს.
მათხოვარს, თუმც არა ღირსება წართმეულს,
გულში რომ ჩაუგდე იმედის ნამცეცი.
გიტოვებ ღამეებს საშენოდ გათეულს,
და ასე უძილო, თუ სადმე დავეცი...
ჯანდაბას ერთხელაც ამეწვას მუხლები,
ვალი მაქვს ამქვეყნად ღმერთის და გამჩენის,
მიმყვება გრძნობები, ასე ხელ--უხლები,
მივდივარ, სურვილი მიმყვება დარჩენის.
ცერებზე ვიწევი,…


შენთან ერთად დაბერება მინდა, შენთან ერთად გათეთრება მინდა, შენი ნაოჭების ხელით დათვლა მინდა, შენში ჩემი თავის ნახვა მინდა, შენს სუნთქვაში დაძინება მინდა, შენთან ერთად გაღვიძება მინდა, შენი გაბრაზება მინდა, შენს თვალებზე ლაღი ცრემლის ნახვა, სიხარულის განცდა მინდა შენით, შენთან ჩემი თავი მიყვარს, შენთან ერთად არ მაშინებს ყინვაც, შენთან ერთად დაბერება მინდა, შენთან ერთად გათეთრება მინდა, მეტი არაფერი - თუნდაც შენს ხელებში მე სიკვდილი მინდა


16.12.2011

guli rom momiklan sulit meyvarebi


არ არსებობს ბედნიერება!!!ყველაფერი წარმავალია


06.11.2014

რაღაც ხასიათზე დღეს ვარ ირონიულ, ისევ მენატრება შენი სიახლოვე, მინდა ეს ფოთლები მოვურ-მივურიო, ბოლოს მაინც ვინმე ერთად შეაგროვებს.უფრო ცივი არის ამწელს ნოემბერი, კიდევ გაცივდება წლები მიყოლებით, მინდა ახლა ისე თბილად მოგეფერო, თითქოს მომავალ წელს აღარ გეყოლები.თითქოს ბავშვი ვიყო, ისე მეტირება, იცი, წუხელ ერთი ლექსი დაგიწერე, არის უსარგებლო ყველა შეპირება, მაგრამ ეს სიტყვები ჩემს თავს გაგიწევენ.ახლა მგონი უკვე მივედ-მოვედები, გახდა სისულელე ასი მილიარდი, წამო, შევიშალოთ, როგორც პოეტები, ვინც ამ ცხოვრებისგან ზურგით მიტრიალდნენ.წამო, თორემ ეს ცა ისე გაიბურა, სხვა ცა აღარა ჩანს ჩვენი ფანჯრებიდან, წამო, გეხვეწები, მინდა ძველებურად სისხლი გადაგისხა ჩემი მაჯებიდან


ისევ მონატრება, ისევ დარდი მიპყრობს, ისევ იტანჯება გული, ისევ ფიქრად მოხველ, კლავაც, ამიფორიაქე სული. ირგვლივ ტკივილია, იმედგაცრუება ახლაც მეორდება ექოდ, იქნებ გაწვიმდეს და ამ ჩემს დაღლილ სულსაც ერთი გაწვიმება ეყოს.!!!


თერად შეფერილი მინდა დეკემბერი,თოვლით მოფენილი მინდა გზა და ეზო,მე ის თოვლი მინდა შენ,რომ გაივლი და კვალად დააჩნდება ქუჩას საყვარელო...!!!♥


04.11.2014

მონატრება ტკივილამდე გაგიგია? ჰო დასწორედ ასე ძლიერ მენატრები...გაგიგია მონატრება გაგიჟებით? გავგიჟდები ისე ძლიერ მენატრები!.. შენ ცრემლები მონატრების გაგიგია? ცრემლად დავდნი,ისე ძლიერ მენატრები. :(


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά