klamantine's blog

klamantine
35, Həsənsu, Αζερμπαϊτζάν

სადღაც, ექვსი წლის წინათ, როდესაც მოთხრობის “ფიდაი, ანუ ამინა 3-დან 5-მდე”-ს წერა დავიწყე, არაბი ტერორისტი ქალების სასამართლო პროცესების დაკითხვის ოქმებს გავეცანი. ბუნებრივია, ეს ის ქალები გახლდათ, რომელთაც ტერორისტული აქტის განხორციელება ვერ მოახერხეს და სტენოგრაფიულ ჩანაწერებში თითოეული მათგანი მწარედ ნანობდა ამას. ისინი საუბრობდნენ პოლიტიკაზე, ამქვეყნიურ უსამართლობაზე, საკუთარ მოტივაციებზე, და რაც განსაკუთრებით საინტერესოდ მომეჩვენა, ტერაქტისთვის მზადების პროცესზე. ასე ჩანდა, რომ სიკვდილისწინა პერიოდი განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო მათთვის, ისეთივე ამაღელვებელი, როგორც ვთქვათ, სასიყვარულო პაემანის ან პირველი საქორწინო ღამის მოლოდინი... ეს მაშინ ამ ქალების რელიგიური ფანატიზმითა და ექსტრემიზმით ავხსენი. მაშინ თავად აღმოსავლეთი იყო ჩემთვის ეგზოტიკა, ხოლო აღმოსავლელი ქალები ამ ეგზოტიკის ნაწილი. ეგზოტიკა კი, ხშირ შემთხევევაში…


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά