oto191's blog

oto191
72, Kutaisi, Γεωργία

29.10.2011

ასველებდა მწვანე თვალებს ცრემლი
და გულს ღრღნიდა უჩვეულო სევდა,
მან ეხვეწა უსაშველოდ ბევრი
მაგრამ ზარი განშორების მაინც რეკდა.
სიყვარული რომ არ კვდება იცის,
მაგრამ კარგავს სიყვარულს და ამას ხვდება
აღარ ახსოვს შეყვარებულს ფიცი
იშვიათად მაგრამ ალბათ ასეც ხდება


29.10.2011

დედაშენი რვა ნომერ კენტს აბოლებს,
ჩემი ნენე მჭადზე ასვამს ჯვარებს,
დედაშენი შარვლით ტაძარს ამდორებს,
ჩემი ნენე ჩადრში მალავს ხატებს.

დედაშენი მერსედესით დადის და
ჩემი ნენე მიუძღვება გუთანს,
დედაშენს ჟა დორეს სუნი ასდის და
ჩემი ნენე ბალახის სუნს სუნთქავს.

თქვენთან როცა რიჟრაჟია მაშინ
ჩვენთან უკვე სულის ორთქლი დგანა,
ბილბორდები გიშრიალებთ - ქარში -
ჩვენს სოფელში იბურძგლება ყანა.

დედაშენის ვარცხნილობა კარე,
ჩემი ნენე წელზე იშლის დალალს,
ლეჩაქიდან მხოლოდ თვალებს აჩენს,
დედაშენი მხოლოდ თვალებს მალავს...

ჩემი ნენე წარსულიდან ხვნეშის,
დედაშენი ევროპულად ოხრავს,
თქვენთან ახლა მოდაშია სექსი,
ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავს.

დედაშენი ეშმაკის გზას იბედებს,
ჩემი ნენე სამოთხის გზას გაშლის,
დედაშენი თორმეტ აბორტს…


  1. შენ არ დამატყობ გულზე ნატყვიარს
  2. ვგრძნობ, როგორ ფეთქავს შენი გულ-მკერდი,
  3. თვალებში ლურჯი ზმანება ელავს…
  4. წვიმის წვეთები აპობს გუბეებს,
  5. როგორც არასდროს ზღვაც, ისე ღელავს…
  6. ბაგეს, ვით ხატებს, ისე ვემთხვევი,
  7. შენი სხეული ცეცხლად ანთია
  8. და შენი კაბა ტანზე შემთხვევით
  9. შემოხეული ღამის ლანდია…
  10. ჩემი ხელები შენს ზურგს ეხვევა…
  11. თვალბში თითქოს ბინდი ჩამოწვა…
  12. დაუფიქრებლად გკოცნი ერთხელაც
  13. შენმა ტუჩებმა კანი ამომწვა…
  14. ახლა შენა ხარ ჩემი ცხოვრება
  15. და, როცა დილა თენდება, ვხარობ…
  16. მე აღარ მინდა დროის დაკარგვა
  17. და რაც დავკარგე იმასაც ვნანობ…
  18. მე შენ მიყვარხარ და ეს სიტყვები
  19. ჩემს გამოხედვას დაღად ატყვია…
  20. შენ ლექსად აღარ გამოითქმები
  21. და არ დამატყობ გულზე ნატყვიარს…
  22. და ახლა, როცა ამ ლექსს ბუტბუტებ,
  23. ჩემი ცხოვრება შენ ხელში ფეთქავს…
  24. მიყვარხარ, მინდა, ამის გჯეროდეს
  25. და ამ სიყვარულს პასუხი ეთქვას…


17.01.2012

ასე გგონია ვეღარ დავწერ დღეიდან ლექსებს?
ასე გგონია ერთადერთი შენა ხარ მუზა?
ლექსთა სამყაროს მარადიულ შენ ადგენ წესებს
მღვრიე აზრებში როცა ისურვებ ჩაუშვებ ღუზას?
შენ ჩემს სიტყვებში ალბათ ისეთს ვერაფერს ხედავ,
ეგ მკაცრი გული მცირე გრძნობით მაინც აგევსოს
ვიცი ცინიზმით, ალბათ ხშირად თქმასაც გაბედავ:
“ცოტა აკლია, რასაც უნდა იმას დაწერსო,
არავინა ყავს განმკითხავი , არვინ სთხოვს პასუხს,
რეალობაში ვერ პოულობს გიჟი იმედებს
აურევია, ვერ არჩევსო აწმყოს და წარსულს ,
მბჯუტავ სინათლეს ჩაბნელებულ ლექსებში ეძებს.”
მაგრამ გახსოვდეს მბორგავ ტალღებს შენ ვერ ჩაახშობ,
თუნდაც შეასკდეს გრძნობის გემი კლდოვან ნაპირებს
თუნდაც მორევმა ჩამითრიოს , თუნდაც დამახრჩოს
დამარცხებულიც ავასრულებ ჩემს დანაპირებს.


17.01.2012

კიდევ ათასჯერ გამოიდარებს,
ცა დაიღვრება ცრემლად და თოვლად..
კიდევ ამოვა ვარდი,გვირილა
მაგრამ ვაი,რომ ჩვენ აღარ მოვალთ..
კვლავ დაამშვენებს ცას ცისარტყელა,
ვარსკვლავებს,მთვარეს კიდევ იხილავთ,
კვლავ გაგვაღვიძებს დილის მზის სხივი,
მაგრამ ვაი,რომ მე ვერ მიხილავთ..
უსიცოცხლობა გაგვიჭირდება,
გულს ეშინია გადავიწყების,
მოდით ,ავიღოთ ხელში ფიალა
ერთად დავლიოთ არდავიწყების..
მოდით ავავსოთ თასი ცრემლებით,
კვლავ გავიხსენოთ წესი ბუნების,
მოდით,წამოვდგეთ ყველანი ფეხზე
და ერთად შევსვათ არდაბრუნების..


  1. ფლის კურთხევით დავლოცოთ
  2. იალით საქართველო ,
  3. მ ჩვენს პატარა ქვეყანას
  4. ანგრით მივართვათ ლელო.
  5. დითგან მისი მშვენებით
  6. ური ახრჩობდა მტერს,
  7. ს ჩემი ქვეყნის ველები
  8. ონს უბნელებდა სხვებს.
  9. აი, რომ საქართველოთი
  10. წვოდა ჩვენი გული,
  11. უთისოფელს გვიმწარებდა
  12. ოველი უცხო რჯული.
  13. ხ, საქართველოვ
  14. ომი იყავ ჩვენი მარადის,
  15. სე ღმერთს შევსთხოვ კიდევ გნახოთ
  16. იკოფსიიდან დარუბანდამდის.


17.01.2012

ქალი ეულია,თუმცა რჩეულია,
მხოლოდ სხეულია?
ქალი გრძნეულია…
ფიქრად ქცეულია,
სითბოდ ქცეულია,
ძალად ქცეულია,
შენად ქცეულია…
მაინც ეულია.


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά