joni305's blog

joni305
46, Tbilisi, Γεωργία

ოცდასამსა ნოემბერსა,​
დიდი დღე აქვს ქართველ ერსა,
წმინდა დღეა გიორგობის,
ის გვიფარავს ქართველებსა,
მუდამ ებრძვის ბოროტებას,​
უსამართლო მბრძანებლებსა,​​​​
მოგილოცავთ გიორგობას,​
მისი მადლი იყოს თქვენსა,
ჩვენს წინაპრებს წინ უძღოდა,
მტერი იყო ათჯერ მეტი,
მისი მადლით მისი ლოცვით,
კვლავ გადარჩა ჩვენი ერი,
გაუმარჯოს წმინდა დღესა,
ოცდასამსა ნოემბერსა,
გიორგობის ძალი მადლი,
თქვენ გფარავდეთ,ბევრსა წელსა.​​​​​​​​​


მე ვადღეგრძელებ ყველა მამაკაცს,
ვისაც თან დასდევს ცოლის სახება,
ვისთვისაც მისი მეუღლე არის
ყველა ღმერთი და ყველა ხატება.
ვისაც სურს ცოლი ნახოს ყოველთვის
გაღიმებული და ბედნიერი,
მეუღლე ვისთვის არის ყოველთვის
შეუცნობელი და მშვენიერი.
ვინც უყვართ გულით,ისიც ყოველთვის
სითბოთ,სინაზით,გრძნობით სავსეა,
ვინც თვით სიცოცლის დასასრულისთვის,
მაინც კვლავ ტრფობის გარიჟრაჟზეა


მე ვადღეგრძელებ ყველა მამაკაცს,
ვისაც თან დასდევს ცოლის სახება,
ვისთვისაც მისი მეუღლე არის
ყველა ღმერთი და ყველა ხატება.
ვისაც სურს ცოლი ნახოს ყოველთვის
გაღიმებული და ბედნიერი,
მეუღლე ვისთვის არის ყოველთვის
შეუცნობელი და მშვენიერი.
ვინც უყვართ გულით,ისიც ყოველთვის
სითბოთ,სინაზით,გრძნობით სავსეა,
ვინც თვით სიცოცლის დასასრულისთვის,
მაინც კვლავ ტრფობის გარიჟრაჟზეა


დედა რომ მუდამ ზრუნავს მის შვილზე,
ამას რად უნდა თქმა.
მაგრამ, მამაც ხომ ჩუმი ნაღველით
მასში კლავს გულისთქმას.

დედა ხმამაღლა გამოხატავს დარდს
და გადმოაფრქვევს მას,
ამ დროს მამიკო გულდამდუღრული
მიეძალება სმას.

დედა სიხარულს ოვაციებით
ხმამაღლა უკრავს ტაშს,
მამა კი მშვიდად, დინჯი ღიმილით,
თავზე ხელს უსვამს ბავშვს.


დედას და მამას ნუ განვუსხვავებთ,
ორივე უყვარს ბავშვს,
თუ დედის ადგილს მამა ვერ შეცვლის,
დედაც ვერ შეცვლის მას!!!!


ღმერთმა გაგაჩინა ლამაზ არსებად და მერე სახელად გიწოდა ქალი, დღეს შენი დღეა, იბედნიერე და არ დაკარგო არც ერთი წამი


ჩემო რიჟრაჟის ცისკარო,
ყვავილთა მწყემსო ქალაო
მწვერვალთა მხრებზე დახრილა
მაგ ლამაზ თვალთა მარაო.
შენითა ხარობს ეს გული
დარდები გადიყარაო,
შურთხების ტურფა დობილო
გიმღერებ რატო არაო.
აიმით გეძებ მუდამა
თვალშურთხო, ლამაზტანაო,
მაგ თვალთა ისარმა დამჭრა
ციდან მზის სხივთა მპარაო,
საწვიმარ ნისლებს წამოვშლი
მთებს იქით გადავლალაო
ნუმც გნახავ თვალცრემლიანსა
გფარავდეს უფლის ძალაო!


არავინ იცოდა ვინ რატო ტიროდა, პატარა გოგონას ცრემლები სდიოდა,
სიყვარულს კარგავდა და გული სტკიოდა, ტირილის მიზეზი არავინ იცოდა,
გოგონას განვლილი დღეები ახსოვდა, "მე შენ მიყვარხარო"- თუ როგორ ამბობდა,
უეცარ დაკარგვას ძალიან ნანობდა, მის კოცნას, მის ალერსს, მის სითბოს ნატრობდა...

მერედა ვინ იცის ვინ რატო ტიროდა? პაწიას გული ხომ სიყვარულს ითხოვდა!
და ამ ცრემლებით პატარა ცდილობდა, ეჩვენებინა რომ გული სტკიოდა.
არავის უყვარდა- ის ასე ფიქრობდა, არავინ ფიქრობდა- მან ასე იცოდა,
გოგონამ იცოდა, ეგონა, ფიქრობდა, რომ მის შესახებ არავინ იცოდა...

მისი სიყვარულით ქვეყანა იწვოდა, მის ლამაზ თვალებზე ხომ ბევრი ფიქრობდა,
მისი გრძნობისკენ ყველა მიილტვოდა, მაგრამ გოგონა არავის ინდობდა,
პაწიას უყვარდა და გული სტკიოდა, პირველ…


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά