ninola7's blog

ninola7
46, Tbilisi, Γεωργία

26.10.2012

მგონი ყველა ჩვენგანი დარწმუნდა იმაში,რომ ვირტუალურ ურთიერთობებს დიდი ძალა აქვთ,არანაკლები რეალურისა.თავიდან ფიქრობ,რომ ეს უბრალო გართობაა,რომლის უფლებაც შენს თავს უნდა მისცე,მაგრამ თანდათან ხვდები,რომ ეს არა მარტო უბრალო გართობა,არამედ შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება.ხვდები,რომ ამ ვირტუალური ცხოვრების გარეშე უკვე აღარ შეგიძლია და არც არაფერი არ გინდა გააკეთო ამ სენის დასამარცხებლად;უარესიც,ფიქრობ,რომ ეს სენი კი არ არის ,არამედ დროის გაყვანის საუკეთესო საშუალებაა,ეს კი ყველაზე დიდი შეცდომაა მათთვის,ვინც ასე ფიქრობს.თუმცა ვაღიარებ ,რომ გარკვეული დროის მანძილზე მეც სწორედ ასე ვფიქრობდი.მაგრამ წლები დაჭირდა იმის გაგებას,თუ რა ხდებოდა სინამდვილეში.

თითქმის ყოველდღე მესმოდა,მავანმა და მავანმა ცოლ-შვილი მიატოვა,ვიღაცამ ქმარ-შვილი და სწორედ ამ ვირტუალური ურთიერთობების წყალობით.საშინელებაა იმის ფიქრიც კი,რომ იმის გამო,ვიღაცის ფოტო…


მერამდენედ გათენდა..... საინტერესოა....


14.12.2011


ის მიდიოდა ქუჩაში ნელა
ქალი იყო და მერე რა ქალი...
რა მიხვრა-მოხვრა,
რა გაღიმება,
რა თვალები და ანდა რა ტანი?!
ერთმანეთს გავდა ყველა ნაბიჯი
გამვლელებს ღიმი უკრთოდათ ტუჩთან...
ის მიდიოდა ნელა და ნაზად
ფეხთქვეშ ფარდაგად ეფინა ქუჩა...
მოვარდნილ სიოს ეჭირა თმები
სურნელს აცლიდა ფაფუკ ხორციდან...
ის მიდიოდა ქუჩაში მარტო
და ფილაქანი მის ტერფს კოცნიდა...
მზე ჩავარდნოდა ორივე თვალში
და წამწამები საბნად ეფინა...
მე ვუყურებდი ამ სილამაზეს
სურვილს ვყლაპავდი,რომ არ მეყვირა
ევა ხარ ევა ...მაცდური სქესით
ვნებას მოუწყვე განავარდება...
იცი კი მაინც? მაგ სილამაზით
რამდენი მტკარში გადავარდება?
რამდენი ოჯახს დაანგრევს ნაშენს...
შენგან დაჭრილი სხვას ფენს იარებს...
ლამაზი ხარ და შე დალოცვილო
თვალს ნუ მაფეთებ,

ჩუმად იარე.


30.10.2011

წვიმისფერი გადამედო ხასიათი.... წვიმასავით წვეთწვეთობით დავიცალე...

გუბე გუბე ატალახდა ისევ დარდი.... ახრჩობს თითქოს ცევდას ნაწვიმარი...


http://www.youtube.com/watch?v=A8nxOY6Psiw&feature=autoplay&list=WL9CA9A6926B9C9F97&lf=mh_lolz&playnext=13



ფერწასულ ხატად მეჩვენები,
გაბზარულ კერპად,
რომ დარჩა კენტად
მლოცველის და მრევლის გარეშე...
ვინ გაგიბედა?
ვინ გაგიმეტა?
ვინ მოვა ნეტავ
ჩემ მაგიერ მლოცველად შენდა?
გაბზარულ კერპად მეჩვენები,
უთვალავ კოცნით გაცრეცილ ხატად,
მაგ კოცნის კვალი დღემდე არ ჩანდა,
ან ვერ გამჩნევდი,
მე შენი მწამდა.
რას შეგამჩნევდი
სიწმინდის გარდა?
ჩემს გულს მოვიტან
სამსხვერპლოზე წარბშეუხრელად,
და ზედ იარონ, დაე, გათელონ,
ოღონდ მითხარი,
გაბზარულო, შენ, ჩემო კერპო,
როგორ გიშველო, ვით გაგამთელო?



მოვალ...


← προηγούμενος 1 2 3 Επόμενο
Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά