ერთხელ რომ ვიგრძნო, თუნდაც სულ ოდნავ,
შენი ფეხის ხმა ჩემს კართან დადის,
მე მქონდეს შენი სუყველა ცოდვა,
შენ გქონდეს ჩემი სუყველა მადლი.
მთებიდან მთებში მიდის გზაწვრილი,
მთებიდან მთებზე ფრენენ ფოთლები,
არ შეიძლება ჩემი გაწირვა
სულ ასე, ხელის ერთი მოქნევით,
წაჰყრია ღადარს სიჩუმის მტვერი,
ეზოში ყვავის ბალბა და ანწლი,
თითქოს ვიღაცამ ამხადა ჭერი
და რა ხანია, ზედ გულზე მაწვიმს.
გადმოუფრინე ჩემს ზეცას, ჰოდა
წამომეფარე მაგ ფრთების ადლით...
მე მქონდეს შენი სუყველა ცოდვა,
შენ გქონდეს ჩემი სუყველა მადლი
შენ გგონია მარტო შენ მიყვარხარ? ცდები ... შენზე მეტად მე შენი სუნთქვა მიყვარს, ჩუმი, ჯიუტი, თანაბარი. შენზე მეტად მე შენი თმა მიყვარს, რბილი, ოდნავ ჭაღარა, სურნელოვანი, თავ-გზა აბნეულს საალერსოდ რომ მიიწვევს. შენზე მეტად მე შენი თვალები მიყვარს, მოჭრილი კლდის სისხლიანი ოკეანით ამოვსებული, დაკვირვებული და საკუთარ თავში დაჯერებული. შენზე მეტად მე შენი ხმა მიყვარს, ხავერდივით რუხი, მთვარისფერ ზგაპარს წამრცურცლებს შეგამებისას. შენზე მეტად მე შენი ტუჩები მიყვარს, სიტყვების ნაცვლად კოცნით მოსაუბრე. შენზე მეტად მე შენი სული მიყვარს, ალისფერ გულში გამომწყვდეული, მეტად დიდი და მეტად ტეხვადი. შენზე მეტად მე ისევ შენ მიყვარხარ, თითქოს დიდი და ძლიერი, მაგრამ რთული, მღელვარე, ცრემლნარევი, ზოგჯერ მშიშარა,უპასუხისმგებლო, ეჭვიანი,…
სიკვდილი? ხშირად მინდება
სიცოცხლე? არ ვიცი ხანდახან
სულ ცოტა ალერსი მჭირდება.
რომ არ შევიშალო თანდათან
ხანდახან ხარხარი მინდება
ყვირილი მინდება ხანდახან,
ხანდახან გულიც კი მისკდება,
ლამის შევიშალო თანდათან
ხანდახან სიშორე მაგიჟებს
ჭკუაზე ვიშლები თანდათან
ხანდახან არავინ მჭირდება
მარტოობა მშლის თანდათან.
მადლობა უფალს, რომ არსებობ
ცოდვები შემინდე ხანდახან
მე შენი სიცოცხლე მჭირდება
რომ არ შევიშალო თანდათან..
ღმერთო, მაჩუქე სიცოცხლე, ღმერთო, მაჩუქე წამი, ღმერთო, არ დამაკარგვინო ნაპოვნი ნატვრისთვალი. მკაცრად ნუ განმსჯი, უფალო, ნუ დამიკარგავ იმედს, დღეს თუ სანთელს ვერ აგინთებ, ხვალ ხომ ვილოცებ იმდენს... ...იმდენს, რომ ცრემლი მომაწვეს, ლოცვაში დავიღალო, მხოლოდ ამ ერთს გთხოვ, უფალო, რომ ფრთებით დაიფარო ის, ვინც მანახა სიცოცხლე, ვინც მაგრძნობინა წამი, ღმერთო, არ დამაკარგვინო ნაპოვნი ნატვრისთვალი
ფსიქოლოგთა აზრით, არსებობს რამდენიმე ძირითადი მიზეზი, რომელთა გამოც ადამიანები არ ტოვებენ მათ, ვინც არ უყვართ:
ertma, tavis tavze didi carmodgenis mqone ybedma,filosofos qristof liptenbergs kitxra: