levili31's blog

levili31
44, Tbilisi, Γεωργία

16.12.2011

http://www.youtube.com/watch?v=yw3b0ESOwTs


21.10.2011

როცა დაღლილი ჩემს სასთუმალს თავს შევაფარებ,როცა სხეული, დაქანცული, მისახედია,გონება ჩემი მაინც შენზე ფიქრს შემაპარებსდა სანეტარო ოცნებაში ვიწყებ ხეტიალს.ჩემი ფიქრები ამ წანწალით ვეღარ დაღლილან,შენსკენ მოდიან მომლოცველად. როგორც მწირები,თვალგახელილი ბნელეთს ვხედავ, ბრმათა სახილავს,შენზე ვკაეშნობ, ყოველღამე შენ გეწირები.რადგან გონებას შენზე ფიქრი არა სწყინდება,შენი აჩრდილი მოადგება უცებ სასთუმალს,მოადგება და ალმასივით გამობრწყინდებადა ბნელი ღამეც გაიღიმებს ახალგაზრდულად.დღისით დაქანცულს რამე მწამლავს ფიქრების შხამით,არ მიწერია მოსვენება დღისით და ღამით.


ჩემს გულს და თვალებს კავშირი აქვთ თურმე ფარული,
მოყვარესავით სწყალობს ერთი მუდამ მეორეს;
როცა გულს ძლიერ შეაწუხებს ზღვა სიყვარული
და როცა თვალი ამას მზერით გაიმეორებს,

მაშინ შენს ერთგულ მაყურებლად იქცევა თვალი
და გულსაც უხმობს, ვით მსახიობს, დაგხვდეს სცენაზე,
გულსაც სწადია დაუბრუნოს მოყვარეს ვალი
და თვალს მასპინძლობს ოცნებების გამოფენაზე.

და რადგან ასე ყოველ დილით კვლავ მეორდება,
თვალი იმ ტკივილს რომ ანელებს, გულს რომ ვნებია,
მათი წყალობით შენზე ფიქრი მეც არ მშორდება
და მივდევ იმ ფიქრს, შენ რომ კვალში აგდევნებია.

როცა თვალს სძინავს და გულსაც რომ ედება რული,
მარტონი ვრჩებით მე და შენ და ზღვა სიყვარული.


მამაცი მხედრის გაგცვეთია ქუსლებზე დეზი,

შემოგკრობია ფუფუნება ოქროს ღილებით,

გამდიდრებულხარ, როგორც ერთდროს მომჭირნე კრეზი

და ცოხნი დღეებს შემაზრზენი კმაყოფილებით.


გამოგიწყვია კარ-მიდამო, ცოლი, შვილები,

გამოგიმრუდა უგნურებამ ცხოვრების გეზი,

იცი, როგორ და სად მოკვდები დანამდვილებით

და არ გადარდებს თუ კი სადმე მოყვასი კვნესის.


მამულის ტრფობით არ ყოფილხარ ნაშიმშილები,

უკუნ ღამეში არ გაგიკრავს აბედზე კვესი,

რჩეულ ვაჟკაცებს პირველობას არ ეცილები

და მრუშ სახეზე აგკრობია იერი ქლესის.


ფუჭად ჩაივლის ეგ ცხოვრება ნაცოდვილები,

აღსავლის კარზე სამარცხვინოდ გაეჩხირები,

აწი და აწი მიითვალე დრო უარესი,

მამაცი მხედრის გაგცვეთია ქუსლებზე დეზი.


--------------------


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά