Theachka's blog

Theachka
40, Batumi, Γεωργία

მე შენ გეძებდი მთელი ცხოვრება,
ბოლოს გიპოვე ჩემი დაგარქვი
ახლა შენ გქვია ჩემი ცხოვრება
შენ უშფოთველი ძილი წამართვი.
არ გსაყვედურობ გიპოვე თვითონ,
შენ არ გაბრალებ ჩემი ბრალია
შენ კი ვერ ხვდები,ვერ ხვდები ვითომ??
რომ არავისთვის აღარ მცალია.
რომ მე სიზმრების უმეტეს ნაწილს
ჩემო ძვირფასო სულ შენზე ვხედავ
და თუ ვერ ხვდები,ეგ სულაც არ მწყინს
შენზე ოცნებას მე მაინც ვბედავ.
დიდხანს გეძებდი,მთელი ცხოვრება
ბოლოს გიპოვე ჩემი დაგარქვი
ახლა შენ გქვია,ჩემი ოცნება
შენ მოსვენებაც,ძილიც წამართვი


ლამაზ ტანსაცმელს,
მდიდარ ცხოვრებას,
შენში არასდროს ქონდეს დიდება,
სული ეძიე ადამიანში,
ხორცი ბაზარშიც კი იყიდება...
ნუ გიღალატებს ეგ სილამაზე,
და ნუ მოგხიბლავს ენა წყლიანი
მუდამ გახსოვდეს ილიას სიტყვა:
"ყველა კაცია, ადამიანი?!"


ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,

ხულო შუახევ ქედიდანა,

დედო დვრინით დამემღერა,

დიდიგოროზი მთები თანა,

მთები! - ვისთვის თვალსეირი,

ვისთვის ჯავრი შიგნიდანა,

თეთრ პერანგებს ხრამში ყრიდნენ,

ლურჯს იცვამდნენ თანდათანა,

კლდის კატარში მზე ყვაოდა,

კლდის ბორჯღალზე ბენჩქვი ყანა,

გვანცას ლოცვებს ვაზის სული,

გორით-გორზე გადეყვანა,

ვარჯანისთან, ნაჯვარისთან,

დაჯვარული ქვები წვანან,

მთებში ჩუმად დაქვითინებს,

ჩემი დიდი ნენეს ნანა,

დერდებს გულში ვიბექსნიდი,

აჭარელი ვიყავ განა!

ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,

ხარიტყავის გუდა თანა,

შიგ ჭიკჭიკით მოჭუჭკული,

ამ სირთების სევდა თანა,

მიმღერია ღვინიანზე,

მიტირია კიდეც განა,

როცა ჩემი ზღველთი ზვარე

ზვავის ნაძოვს დაემგვანა,

როს სხალთაში სხალთიხატებს,

უსაპნავდნენ ყელში კანაფს,

ჯავარქედზე ჯამეს დგამდნენ,

ვარდიქედზე ეკლის კარავს,

ეივახ! ამის შემხედვარე,

ნამსხვანიდან გაველ განა,

მთებს ტყეები ბანალივით

აბურძგლოდა უბიდანა,

ღელე-ღურდან დავეძებდი,

კანკალებდა ხელში დანა,

გამჩენელო, სხვა რა მექნა,

აჭარელი ვიყავ განა!

ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,

ქოჩახელას ქარჩხი განა,

უსულ-უსულ, ლოცვა-ლოცვით

ქარმა ნისლებს გაატანა.

ფიჩხიფუტთან გამჭვარტლული

ერთს ვცეკვობდი განდაგანა,

თვარა ისე დუშმნის თვალებს

მიბჯგენილი…


რამდენი წლის ხარ? რამდენი წლის ვარ
რა შუაშია თუ ისევ ის ვარ!
აპრილის შვილი,ენძელის ხნის ვარ,
ნაწვიმარ ბაღის,უღრუბლო ცის ვარ.
რამდენი წლის ვარ რამდენი წლის ვარ...
ვარდობის თვეში ვარდების წლის ვარ,
დაბალი წრის ვარ,მაღალი წრის ვარ,
რამდენიც გინდათ იმდენი წლის ვარ...
ნელინელ კვდომის ,ნელინელ ხრწნის ვარ,
ღმერთების ფეხის,უბრალო მტვრის ვარ,
არაგვის,თერგის,რიონის,მტკვრის ვარ,
ქორწილის ღამით ბეჭდების ცვლის ვარ.
ატმების კვირტის,ვაზების რქის ვარ,
მილეულ მთვარის,ამოსულ მზის ვარ,
ვინ გეკითხებათ რამდენი წლის ვარ!
ზაფხულის,ზამთრის,მოყვრის ვარ ,მტრის ვარ,
ზოგჯერ სულელის,ზოგჯერ ბრძნისა ვარ,
მარკიზის,გრაფის,ხელმწიფის ღირს ვარ,
ხან მძიმე ჩადრის,ხან დეკოლტის ვარ,
ხან დალხინების,ხანაც სიმწრის ვარ.
შვილებით დაღლილ დედამიწის ვარ,
ჯეირნის მწვადზე დაყრილი ცვრის ვარ,
ვარ პირველ კლასში,სულ ექვსი წლის ვარ!
საყურის ,ბეჭდის,კაბების ცვლის ვარ.
ხან ავი ზნის ვარ,ხან კარგი ზნის ვარ,
ქართული ჰანგის,ქართული ზნის ვარ.
ჭოროხის,ზვირთის,პონტოის ზღვისა ვარ,
კოდორის ტყეში მოჩრდილულ მზის…


ნდობა - ყველაზე ფასეული და ყველაზე სათუთი რამაა, რომელიც გადამწყვეტი ფაქტორია სიყვარულში, ბიზნესში, მშობლებისა და შვილების, უბრალოდ, ნებისმიერ ურთიერთობაში. ნდობის მოპოვებას დრო სჭირდება, დაკარგვას კი წუთი, ხოლო აღდგენას, - მთელი ცხოვრება.


რიჩარდ ბახი



თქვენი სიყვარულის გამო,
გამკიცხეთ, გამუდმებით გამკიცხეთ,
მაინც თავზე მეტად გყვარობთ.
თქვენ ხართ ქალბატონო ჩემი,
ჩემი იმედი და ვნება,
თითქოს ახირებად რჩებით,
თითქოს აუხდენელ მცნებად.
წამში შემაყვარეთ თავი,
წამში ამირიეთ თავ–გზა,
თქვენი მოტრფიალე გავხდი,
თქვენი სიყვარული მწვავდა.
ძლიერ მივეძალე სასმელს
დროსთან საუკუნეს ვიყოფ
და თუ არ იქნებით ჩემი,
მინდა ბედნიერი იყოთ.

ავტორი: თევდორე გოგოლაძე


მთელი ცხოვრებაა გეძებ, მთელი ცხოვრებაა გნატრობ,

იცი?!… შემეშალე ერთხელ, ახლა მოგაგენი ვატყობ.
აი, ის ღიმილი სადაც ერთ დროს დავიკარგე უკვე,
ჟამის გარდახდომის დროდან, ახლა სიგიჟისკენ ვუხვევ.
აი… გაწვიმებას იწყებს, ხალხიც მოეფარა კედლებს,
მე კი გამოვედი გარეთ უნდა შეგეფეთო მე შენ…
მე ხომ ფიქრები მაქვს გიჟის, არანორმალური ფერის,
დიახ, სიჩუმეა ირგვლივ, მე კი სიყვარულზე ვმღერი.
ისევ წინათგრძნობის ხმა მაქვს, მჯერა გამოივლი ქუჩად,
ფეხსაც არ მოვიცვლი არსად, აქ დაგელოდები ურჩად.
აი გულისცემა სადაც, დროც კი უჩვეულოდ მოდის,
არა, აღარ მინდა წასვლა, გრძნობამ მიმაჩვია ლოდინს…
მთელი ცხოვრებაა გეძებ, ახლა უნდა გითხრა ფიცი,
უკვე გავიზარდე შენ კი ჩემი ბავშვობა ხარ ვიცი.
როგორ გნატრულობდი ადრე, ჩემი ოცნებების ლოცვად,
დიახ მოვაღწიე დღემდე შენი სიყვარულიც მომყვა.
დიახ, ასეთია დილა, მაინც მოიფიქრებს რამეს,
ისევ გამოიღებს…


11.01.2015

მინდორშივარდაგაზაფხულსვბაძავ,

ვქოშინებდავასავსავებხელებს,

არცგიმხელდაარცგიმალავასაკს,

სულერთიაოცდაათისმერე.

მეცმჩხვერავდახანჯალივითსისხლი,

მეცნაბადიდიდოსავითვთელე,

ვართუარასიყვარულისღირსი,

სულერთიაოცდაათისმერე.

დღესსურვილებსრაიოლადვმართავ,

წყალდიდობადამავიწყდაღელეს,

ყველაფერი, აქსიკვდილისგარდა,

სულერთიაოცდაათისმერე.

ჩემიცმძაფრიტრიალებდაკალო

დაჰფანტავდასიჭაბუკისფერებს,

გამწირავთუშემივრდომებქალო,

სულერთიაოცდაათისმერე.

მხოლოდხსოვნისუკვდავიაძეგლი,

ნაფოტებისულშერჩებაჭერებს,

დიდებაცდაგვირგვინებიცეკლის

სულერთიაოცდაათისმერე.

მზისხავერდიმუდამახლდაკოცნას,

სხვახავერდებსვერშეიჩვევსბაგე,

მარადისიკურთხევადალოცვა

მას, რაცდარჩა


არ მინდა ბატონო ეგ თქვენი ღლაბუცი..
წადით და სხვა ვინმეს შეაბით მძივებად
წადით .. მას აჩუქეთ თქვენი სიყვარული
და მერე , ლექსები უწერეთ რითმებად.
არ მინდა ბატონო ყურება თვალებში
უაზრო ფიცი და დიდი ამბიცია..
წადით სხვას უნიშნეთ პაემნის ვადები,
წადით ხომ იცით რომ წლები არ იცდიან.
არ მინდა ბატონო , მე ჩემთვის ვიქნები,
რა ვქნა თქვენს ტყუილებს ასე მირჩევნია,
თქვენ სხვას მიუტანეთ გული და იები
ჩვენს დედამიწაზე ქალი იმდენია.
არ მინდა ბატონო , ჩემი სამყაროა
ზღურბლს არ გადმოსცილდეთ თქვენ იქით დადექით..
თქვენი სიყვარული ჩემთვის ამაოა
ხოდა მომიტევეთ მოხურეთ კარები!


http://bsu.edu.ge/main/page/5570/index.html ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაეცნოს მოცემულ ლინს და დაესწროს ფრანგული დღეების კვრეულს ბათუმში, მე მეამაყება, რომ ჩემი სკოლა ყოველწლიურად ჩართულია ამ პროექტში. "ფრანკოფონებო ყველა ქვეყნისა შეერთდით" გელოდებთ



Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά