babuna's blog

babuna
42, Gldani-Nadzaladevi, Γεωργία

გულში დაგროვილ ოცნებებს ვფანტავ

დროც რევოლვერის მიზანში მიღებს..

ქარია ვიცი დღეს შენს ქუჩაზე

ჩემთან კი წვიმა სევდით ქვითინებს


დარდების დავთარს ირიბად ვფურცლავ,

იქნება ჩარჩა სადმე ღიმილი..

გულს ხომ ყოველთვის სიამე უნდა

ვით იასამანს ნაზი სიცილი..


ჩემი ლოდინიც კლდის კიდეს გასცდა

ალიონს ეკვრის მუქი ფერები

შენი ტუჩების სითბო მომაკლდა

დარდმა დაიწყო გულზე ხელები


ვის გაუგია ნადირის დაღლა

ამ გულში თითქოს მგელი ღრიალებს

ჩემი სიბრაზეც ჰორიზონტს კარგავს

სულში მეკობრის დროშა ფრიალებს


სული არ გიშვებს გულს არ ეთმობი

დარდის ქარბუქში ცოცხლდება მითი

ბორკილებს მადებს მთვარე ხელებზე

მე სიყვარულის გითხარი ფიცი


უშენოდ წამიც არ წამობს სულში

ჯვარცმის ზიარით ტანჯვას ვეძლევი

ჯანდაბას თუნდაც ასე სიკვდილი

მე უშენობას ვერ შეველევი


სანამდეს წვიმა გადაივლიდეს

ლანდი მეხება შენი ხელებით

დღეს თუ სიყვარულს შევეწირები

ხვალ ანგელოზად მოგევლინები..ზ.ბ


მაპატიე გულო დარდი, სიყვარული,

ვიცი აღარ შეგიძლია მოითმინო,

უგუნურო! აი წვიმაც და დაწყნარდი,

ერთადერთო, დღეს კი უნდა მომისმინო:


კარგი! წავალ ამ თავსხმაში, ვიოცნებებ,

წამწამებზე წვიმის წვეთი მეკიდება,

თუ შევძელი ჩაგჩურჩულებ, შემიყვარდი,

ისე ძლიერ, რომ სიტყვის თქმაც მერიდება.


მაპატიეთ, დამრჩენია კარი ღიად,

და შევიდა მხოლოდ შენი სატანჯველი,

გაიმარჯვე! გამაოცებ ისევ ფრიად,

და ეს გრძნობა ახალია და თან ძველი.


წამომყევი! შორს წავიდეთ, დავიკარგოთ,

ჩვენს ნატერფალს არ იკადრებს ტალახები,

და მოხატულ ქვაფენილზე ბზები დავრგოთ,

გზაზე ვნახოთ მგალობელი ბალახები.


ვიგალობოთ, არ დავწყვიტოთ გული იებს,

ვარდთა კონა, ხელის გულზედ მოვიმარჯვოთ,

მე ვაჩუქებ ჩემს სიყვარულს უფლის შვილებს,

ვარდებით კი სიძულვილზე გავიმარჯვოთ.


-ასე, ღამით ოცნებებში გავიჭერი,

გავუყევი ქუჩის კიდეს, ნაცნობ დარდით,

ჩემო გულო, შენით ვიცნე ცის იერი,

და შემინდეთ, რადგან ძლიერ შემიყვარდით


ყველა სიტყვით ერთად მინდა მოგეფერო,
რაც შენამდე არ ვიცოდი და მასწავლე,
ახლა უკვე შენს ფერებად ვაფერადებ,
ერთდროს მხოლოდ მონაცრისფრო არე-მარეს.
იტან შტორმებს, ქარიშხლებს თუ წყალდიდობებს
და სიმშვიდეს შენებურად მინაწილებ,
ჰაერს მჩუქნი სუფთას, ლექსის კაფსულებით,
ღრუბლებს აფთხობ, ჩემს ახლოს თუ ჩაიარეს,
მე კი, მხოლოდ ჩახუტება შემიძლია,
როცა გიჭირს, ანდა, როცა ხარობ რამეს,
ახლაც ასე, ჩემებურად გეხუტები,
და მანდ ყელთან… მოგიყვები ახალ ამბებს.
!!!.


ეს გაზაფხულიც ახალი ძალით!
მაკრთობს ვით ხეზე ნიავი ფოთოლებს,
მე დღეს ისეთი ბედნიერი ვარ
არ ვდარდობ თუნდაც ხვალევე მოვკვდე! მიწას ედება მიწას ნაავდრალს,
ჩცემი გრძნობების მხურვალე ალი,
მომაშთობს ალბათ ტრფობის სიცოცხლე, წამიღებს ალბათ ყვავილთა ჯარი, მიყვარხარ! გესმის? გესმის, მიყვარხარ! მადლობა უფალს რომ ეს ინება!
დღეს ჩემი გზები რომში კი არა,
სულ ყველა შენსკენ მოედინება!
ჩემი ლექსების ხარ ადრესატი,
რადგანაც ამ გულს ასე სწადია,
და მე არ მჯერა, რომ ქვეყანაზე,
ვინმეს უყვარხარ უფრო ძალიან!


მე რომ სისულელეს

ჩავიდენ,
შენ რომ მაპატიებ
კაცურად,
ცისთვალებს მოასხამ
...
ჩალის ღერს
და გამიყვავილებ
საკურას.
მე რომ სულ ჰაერში
დავდივარ,
შენ რომ დედამიწას
მიგორებ,
ღიმილით რომ იტან
სატირალ-
შტორმებში მოყოლილ
სინდრომებს.
მე რომ ტკივილები
მაწუხებს,
შენ რომ მკლავებს შორის
მოიქცევ,
ცხოვრების გაცრეცილ
საწუხრებს-
სიცილით ამიხსნი
კომიქსებს.
ცას თუ დაფარავენ
ქინქლები,
მე რომ მზის სანაცვლოდ
მიგულებ.
მე რომ... მე რომ ავად
ვიქნები,
შენ რომ... შენ რომ ჩემზე
იზრუნებ.


როცა მიხვდები თუ ვინ დამკარგე, მერე სანანებლად გვიანია.. დილის შენზე ლოცვით დაწყება, დღემდე არასოდეს მინანია.. დღეთა სურნელება სიყვარულით, მხოლოდ შენთან ერთად მიხარია. ყოფნა სიკვდილამდე უაზრობად, მუდამ უშენობით მიდარდია.. სათუთად ნაფერი ეს ტუჩები, სხვისი ამბორით არ შემიცვლია.. უშენობაა სევდა მხოლოდ, გრძნობა რომელიც არ შემიძლია.. სული მეყინება,მომისწარი, ბედმა მწარე დღენიც შემირჩია.. თუ კი სიცოცხლეში ერთხელ უყვართ, მოდი,მე ათასჯერ შენი მქვია.. /ნ.ფ/


არა ვარ მე შენზე ნაწყენი, ღმერთია მოწამე, უბრალოდ ეჭვებმა შემშალეს, ეჭვებმა მომწამლეს... არ ვიცი ახლა რა მიშველის, არ ვიცი რა გიყო... სჯობია შევრიგდეთ, კამათი არავინ გაგვიგოს... თუმცა კი არ არის საშველი, ვერ გამოვსწორდები, როცა კი, ღვთის ნებით, ახლოს ვართ, მე მაშინ გშორდები... და მგონი ასეთად დავრჩები სამარის მიწამდე... რა მოხდა, ასეთი მიმიღე, ასეთი მიწამე... არა ვარ მე შენზე ნაწყენი, ღმერთია მოწამე, უბრალოდ ეჭვებმა შემშალეს, ეჭვებმა მომწამლეს. ხომ იცი, არ მსურდა გვეჩხუბა, ეს ერთიც შემინდე, თუ გინდა ხვალ კიდევ ვიჩხუბოთ. ოღონდ დღეს - შევრიგდეთ.


სულში გაჩენილი დიდი ნაპრალები,
ვეღარ ამოავსო ჩემში მოგონებამ.
შენი გახსენება მარტო, რას მიშველის,
ჩემთან თუ არ ხარ და მე თუ ვეღარ გხედავ.
ძველი სიხარული დღეს სულ არ მახარებს.
ძველი სიცილებით დღეს არ მეცინება.
ისე მენატრები...მოდი სანამ დროა,
თორემ თუ მოგიკვდი , ვიცი, გეწყინება.


არასდროს იფიქრო: უიღბლო რატომ ვარ?!გიჟია ის, ვისაც ცხოვრება უქია,გინახავს? საზარლად დაბურულ ღამეში,ოდნავი ნათებაც კაშკაშა შუქია.ჩამქრალმა თვალებმა, რატომღაც იმრავლა,სევდა და წუხილი დღეს უფრო მეტია,შენ ალბათ გინახავს უმწეო გლახაკიდა სასომიხდილი მდიდარიც გინახავს.ცხოვრების კანონებს ვერაფრით ვერ შეცვლი,თავად ვართ ბედის და იღბალის დამწერნი,თვალს რომ გადაავლებ ადვილად მიხვდები,საიდან მოხვედი და საით წახვედი.ჰოდა, თუ გახსოვარ,ჰოდა, თუ გჭირდები,მე ხვალ მზედ ამოვალ ღრუბელთა კალთიდან,ახედე ზეცას და მომეცი უფლება,წავშალო წუხილი საყვარელ სახიდან.


ეს დღეც უშენობის დღეებს გავატანე,
თითებს დაჰყვებიან სუნთქვის აკორდები,
სული რომ მომეთქვა, ძალა დავატანე,
არა, არ დავღლილვარ, ისევ მაგონდები

ისე დამიგროვდი, ვერსად ჩაგატიე,
ვიცი ამოხეთქავს მალე აგონია,
ასე რომ მიყვარხარ ესეც მაპატიე,
იქნებ დავიღალო..თუმცა არ მგონია..

შენს თბილ ხელისგულზე ნატვრად ვმეორდები,
ბაგის კუთხეებთან ღიმილს წაგასწარი,
მოდი, ამაღამაც სიზმრად გელოდები,
დედა დაგაფიცე, უკვე დაგასწარი


← προηγούμενος 1 2 3 4 5 ... 58 Επόμενο
Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά