badgu's blog

badgu
38, Rustavi, Γεωργία

აღარ ვწერ ლექსებს,ლექსებს ფრთიანებს,

შენ მოხვედი და..დამაჭკვიანე..
შენ მოხვედი და გამატიალე,
შენ ყველა უკან გაატრიალე..
რა საჭიროა მეტი სიტყვები,
მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებით..

ახლა რად მინდა ლექსი დავიწყო,
როცა სარეცელს ერთად გავიყოფთ..


მიყვარს მე შენი ტუჩების კოცნა,
ღიმილის კუთხე,თვალების ფერი..
თმებში ხელების არევა,მოსმა,
თითოეული წამწამის ღერი..

მიყვარს მე შენი ნაბიჯის ჩვევა,
შენი ხმის ტემბრი,წარბები მსხვილი,
მიხვრა და მოხვრა,მანერა,ქცევა,
გემოვნება და კაცური სტილი..

მართლა მიყვარხარ,ვარსებობ შენით,
შენით იწყება გახელა თვალის..
და სანამ..სანამ ინებებს ღმერთი-
ხელს არ გაგიშვებ არცერთი წამით..


დილაა..გძინავს და ფიქრებით
მე უკვე შენთან ვარ ადრიან..
ან როგორ აგიხსნა სიტყვებით–
ცხოვრება სულ ერთი კადრია..

წუთიც კი არ გადის უშენოდ,
დღითი–დღე მე შენით ვივსები..
შენ უნდა მიწამლო..მიშველო..
მე შენით ვარდივით ვიშლები..

მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!
ვერ ვმალავ გრძნობას და..ვგიჟდები..
უშენოდ მარტო ვარ..ცუდად ვარ..
მეორე ნახევრად მჭირდები..


12.12.2010


როგორ გამიჭირდება ახლა შენთან სიშორე,
ახლა შენგან ასე შორს გადამრევენ დარდები,
თუმცა ახლა სახიდან ღიმილს ვეღარ ვიშორებ,
ხან გულიდან ვიცინი,ხან გულიდან ვმწარდები..
წუთში ყველა წამიც კი გაიჟღინთა შენით და
არ მეგონა ოდესმე,თუ შენ შეგიყვარებდი,
მიკვირს შენი თავიც და..მიკვირს ჩემი თავიც და..
თველწინ მიდგას ეგ სახეც,ღიმილიც და თვალებიც..
გახსოვს? მეფერებოდი გუშინ თმებში ხელებით,
გახსოვს?როგორ ვტკბებოდით იმ უსიტყვო განცდებით,
ვფიცავ ისე მიყვარხარ,წუთით ვეღარ გელევი,
ხან ფიქრით და ოცნებით საზღვრებსაც კი გავცდები..
მართლა მიჭირს ძალიან უკვე შენთან სიშორე,
თუმცა ადრეც მიჭირდა,და უშენოდ ვერ ვძლებდი..
ისე შემოგეკედლე,გულიდან ვერ გიშორებ,
მე ხომ შენში ვიპოვე რასაც დღემდე ვეძებდი..
01.12.2010


შენ ცხრა მთას იქით ცხოვრობ..
მე ცხრა მთას აქეთ გელი..
ჩენ შორის მანძილს უნდა,
რომ შეგვიშალოს ხელი..


ესეც ასეეეე,ვაიმე მგონი შეყვარებული ვარ ხალხო..ჩემ ლექსებსაც გამოუჩნდა პატრონი:)რას ვიზამ,უნიჭოა თუ ნიჭიერი ჩემი შექმნილია და მიყვარს..ვიფიქრე..ვიტანჯე..ვიწვალე და ახლა მივხვდი ვაიმე შეყვარებული ვარ,თანაც პირველად...ბედნიერი ვარ...


ჩვენთან არის შემოდგომა ახლა,
ოქტომბერიც წვიმითაა სავსე,
და ის ფიქრი,რომ ჩემს გვერდით არ ხარ,
სულს მიხუთავს და ნაღველით მავსებს..

მინდა სითბო,შენი სითბო ახლა,
შენი ხელით არეული თმები,
შენით დაღლა,მხოლოდ შენით დაღლა,
მხოლოდ შენსკენ მომავალი გზები..


შენი სუნთქვა,თანაბარი..მშვიდი..
გეტყვი იმას რაც გულიდან მოდის,
ეს იქნება საფუძველი დიდი,
სიყვარულის,ერთგულების,ნდობის..


ჩვენთან არის შემოდგომა ახლა,
დრო ნაღველის,მაგრამ დიდი ტრფობის..
მერე რა რომ შენ ჩემს გვერით არ ხარ,
და ზამთარიც ფეხაკრებით მოდის..



ani tibilashvili


ჩემი სიმშვიდე შენშია,
ჩემი რწმენა და იმედი,
მე მართლა ასე მერჩია,
შენს ჭკვიან სიტყვებს მივნებდი..

აქამდე თუკი გეძებდი,
ახლა ვფიქრობ,რომ გიპოვე,
მაშინ უშენოდ ვერ ვძლებდი,
ახლა კი ვეღარც ვიცხოვრებ..

მოგყვები ნელი ნაბიჯით,
შენ მაპოვნინე სიმშვიდე,
შენს ხელში გიჟი დავდინჯდი,
არ მინდა რამეს მიშლიდე..

მე მინდა შენი ცხოვრება,
მამშვიდებს შენი სიტყვები,
გავუძლებ ყველას სიშორეს,
შენ კი სუნთქვისთვის მჭირდები..


ანი თიბილაშვილი


არ ვიცი ვინა ხარ..მაგრამ მე მიყვარხარ!
მიყვარხარ ისე,რომ მერევა აზრები..
ჩემს ფიქრში გინახავ! ჩემს გულში გინახავ..
ამიტომ არავის გავუღე კარები..


ნეტავი სადა ხარ..ახლა რას აკეთებ,
ვინ იცის გხედავ და არც ვიცი ვინა ხარ..
ვფიცავ,რომ არ გიცნობ ჩემად და მე უკვე–
ძალიან..ძალიან..ზალიან მიყვარხარ!!!


ხელში აყვანილი როდესაც მიგყავდი–
მესახებოდი ღმერთად..
მა..მე მაშინაც ძალიან მიყვარდი,
ახლა მიყვარხარ მეტად!!!


26.05.2010

ყველაფერს დავტოვებდი–სახლსაც და მეგობრებსაც,
ყველაფერს ავიტანდი შენთვის..
გავუძლებ ყველა ტკივილს..დავთმობდი სიცოცხლესაც,
ოღონდაც შენთან ვიყო გესმის?


← προηγούμενος 1 2 3 4 5 6 Επόμενο
Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά