SECRET's blog

SECRET
38, Tbilisi, Γεωργία

20.03.2014

მშვენიერია-იდეალურიაროდესაცგიყვარს!

ხვდები, რომრჩეულიხარ.. დაჯილდოვებული!

უბედნიერესიხარ!

ფიქრობ, რასაბრალოაისადამიანი, რომელიცამქვეყნიდანასეთი-გრძნობისგანცდისგარეშემიდის, გებრალებაიგი

და

თუმცასაკუთარისიყვარულითტკბობასგანაგრძობ.

სრულიადმოცულიჰყავხარსიყვარულს.. ბედნიერებისგანბრწყინავ, ანათებ!

გინდა, ხმამაღლაიყვირო, იხტუნაო, ათასნაირადილაპარაკოდაშენსგარშემოაბსოლუტურადყველაშენივესიხარულითგააბედნიერო!

აუხსნამიმიკებით, მოუყვე, დაუხატო, დაუწეროის, თუროგორიროგორისაოცარირამხდებაშენსთავს!!!

ფიქრობ, რომჩვენ, ჩვენ, ჩვენსაერთოდსხვაურთიერთობაგვაქვს, სხვასიყვარულებისგანსრულიადგანსხვავებული.. არა, ასეცარის, რადგან


სიცოცხლე - შესაძლებლობაა, გამოიყენეიგი,

იცოცხლე - სილამაზეა, აღფრთოვანდიმისით,

სიცოცხლე - ნეტარებაა, იგემეიგი,

სიცოცხლე - ოცნებაა, შეასხიხორცი,

სიცოცხლე - გამოწვევაა, მიიღეიგი,

სიცოცხლე - ვალიაშენიამქვეყნიური, აღასრულებოლომდე

სიცოცხლე - სიმდიდრეა, ნუგაფლანგავ!

სიცოცხლე - ქონებაა, გაუფრთხილდი!

სიცოცხლე - სიყვარულისსასმისია, შესვიბოლომდე,

სიცოცხლე - საიდუმლოა, შეიცანიგი,

სიცოცხლე - მორევიაუბედობათა, სძლიეყოველი,

სიცოცხლე - საგალობელია, გაასრულებოლომდე,

სიცოცხლე - უსასრულობააშეუცნობადისუშიშრადშეაბიჯემასში,

სიცოცხლე - შენია, იბრძოლემისთვის!......


Well,, ამას წინათ ვცდილობდი ამეხსნა, რა სურთ ქალებს. მოკლედ ვეცადე გადმომეცა და მგონი არც ისე კარგად გამოვიდა. ახლა ჩემს პირად მაგალითზე უკეთ გაიგებთ ალბათ.

ვიღაც მოგწონს, ძალიან, საკუთარ თავს ატყობ რომ ზედმეტადაც კი “იქრაშები”. არც ისაა მთლად გულგრილი. მცირე ბიძგი სჭირდება და ყველაფერი ისე განვითარდება, როგორც შენ გსურს, მაგრამ ამის ნაცვლად ტრიალდები და ისეთ სვლას აკეთებ, ისეთ ურთიერთობას იწყებ, რომ ყველა გზას იჭრი შენს პირველ სამიზნესთან დასაბრუნებლად.

თქვენც გაგიჩნდათ კითხვა “რატომ”? მეც. პასუხი ჯერ არ ვიცი. Maybe შემეშინდა? ძველი და ცუდი გამოცდილება? არ ვიცი.

ფაქტი მხოლოდ ისაა, რომ ის არ გავაკეთე, რაც/ვინც მინდოდა. მოკლედ, თავადაც არ ვიცით რა გვსურს. ან ვიცით და სურვილის…


ქურდი ვარ....
ვიპარავ გრძნობებს....
და ახლა შენც ისე შეუმჩნევლად ამოგაცალე ღიმილი,რომ
ვერც შეამჩნიე....
ქურდი ვარ....
ყველაზე გულწრფელი და გულახდილი ქურდი....
ვაღიარებ, რომ მზეს სითბო მოვპარე....
ვაღიარებ, რომ საათები მოვპარე დროს...
და იმიტომ თენდება გვიან...
დავდივარ და ვიპარავ აპრილის წვიმებს...
ხანდახან მზის სხივებსაც...
ცისარტყელას ფერები მოვპარე...
შვიდიღა დარჩა....
ვიპარავ ყველაფერს და ნელ–ნელა ვაწყობ გულს...
ზღვას ნაპირი მოვპარე...
ვარსკვლავებს ერთმანეთი...
და ალბად არ გეწყინება თუ გეტყვი, რომ სანამ შენ ამას კითხულობდი, ცოტა სითბო და სიყვარული მოგპარე...
სულ ცოტა....
დღეს მაინც რომ მეყოს....
მეშინია....ერთ დღეს რომ ყველაფრის უკან დაბრუნება მომთხოვონ?


რას ვეძებთ მთელი ცხოვრება? ალბათ ყველანი ვეძებთ ერთსადაიგივეს - საკუთარ თავს სხვის გულში….

დავსდევთ ჩვენს ფანტომურ ოცნებებს, ძლიერ და იშვიათ ნარკოტიკს - სიყვარულს…და უბრალო ადამიანურ სიყვარულს კი არა,როგორც სასიამოვნო ემოციას,არამეტ რეზონანსს, ჩვენი სურვილების თანხვედრ ვექტორს, რომელსაც არაფერი საერთო არა აქვს რეალობასთან…სამწუხაროდ ამ ფანტომთან ბრძოლა საკუთარი ძალებით არარეალურია…ამაზეც ღმერთის ნებაა საჭირო…

იქნებ არის კიდეც ღმერთის ნება და გვეხმარება კიდეც, მაგრამ ჩვენ არ გვესმის…არ გვესმის რადგან საკუთარი გულისცემა იმდენად ძლიერია, რომ აღარაფერი გვესმის, სმენას ვკარგავთ…გულის ყურს ვკარგავთ…

მაშინ მიგაქანებს გულის ყოველი დარტყმა რეზონანსის ტალღებად სულ უფროდაუფრო ღრმად და გავიწყდება,რომ ცურვა არ იცი და წყლის ყოველთვის გეშინოდა…
მაშინ გიზიდავს ანდამატივით შენი სიყვარულისა და ვნების ობიექტი ისე,…


რაღაც ყოველთვის მთავრდება და ეს დასასრული ახლის დასაწყისია...

ცხოვრების მოულოდნელობები და თავსატეხები,ის რაც კონკრეტულ მომენტში საშინლელებად გეჩვენება,მერე მშვიდ გონებაზე აცნობიერებ,რომ სწორედ ეს "საშინელებები” ჰქმნის შენს ცხოვრებას და იმედს გისახავს სამომავლოდ.რაც უფრო მძიმე ქარტეხილი გატყდება თავს,მით უფრო არაფრად გეჩვენება უბრალო განსაცდელი,რომელიც ყოველ ნაბიჯზე გხვდება.ეგუები,რომ ცხოვრება ასეთია და რწმუნდები,რომ "მახინჯ სხეულში სული მართლაც ძაბუნდება”...



ადამიანს ყოველ თავის ქცევაზე,პასუხზე და ტონზე ეტყობა რა გამოიარა.რა ქარტეხილები დაატეხა თავს ცხოვრებამ და როგორი მოქცევა სჭირდება მას შენგან.
ადამიანებს გვჩვევია უხეშობაზე უხეშობით პასუხი,ღიმილზე – ღიმილით,მაგრამ ხშირ შემთხვევაში სწორედ უხეშობას სჭირდება დაახვედრო ღიმილი...ვერც კი წარმოიდგენთ რამდენ რამეს შეცვლის ერთი თქვენი ღიმილი,ააფორიაქებს უხეშ ადამიანს,გონებას აურევს,გაჩნდება კითხვები:

”რატომ იღიმის?რით დავიმსახურე?”

პასუხები თქვენში ჰპოვეთ...
ამ დროს,რაღაც…


ცხოვრება ფეხებზე არ დაიკიდო, თორე აუცილებლად სამაგიეროს გადაგიხდის ამის გამო!!!

ისე არ მოიქცე, რომ შენი თავი შენ თვითონ შეგზიზღდეს და სურვილიც აღარ გქონდეს რამის შეცვლის!!!

მოძებნე შენი გზა! სხვის გზებს ნუ დაყვები და შენი ნუ გგონია!!!



ხო და კიდე.. ესეც მინდა რომ იცოდე…

რა მინდა ყველაზე მეტად?!

მინდა ბედნიერი იყო!!!

ოღონდ ისეთი ბედნიერი კი არა, რაღაც მომენტში რომ ყველაფერს ივიწყებ, ფეხებზე იკიდებ და გგონია ბედნიერი ხარ...

არა!

მინდა იპოვო შენი გზა და ისიც გახსოვდეს, რომ გზა ძალიან დიდია… გრძელი…

შენს გზას ვერ იპოვი ვერც ქუჩებში და ვერც სახლის კუთხეებში…

გზა უფრო გრძელია და უფრო შორს მიდის!….
...............
მეძვირფასები...
გულში ხარ და სადღაც სულთან ახლოს...


ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება,
ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია.
ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს ~Memento mori~-ა.

დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი,
ჩემს გარშემო ციხეა _ მწუხარების სავანე.
რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი,
მიშა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე.

სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთასთან ბურია,
ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი.
ახლა მე ცას ვუცქერი, ცაზე ანთებულია
ვარსკვლავები - სიმბოლო თეთრი მარადისობის.

ახლა რა ვქნა არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ,
როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის.
მე ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება,
ჩემი ნაზი სამშობლო - ლაჟვარდები ცისფერი.

რა ვქნა, შავი ღამეა, მძიმე და უსაშველო,
მახსოვს…


Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά