anonimuri's blog

anonimuri
44, Tbilisi, Γεωργία

მცივა,ჰო, მცივა,
მაგრამ ყინვა სულაც არ არის,
არც გაღმა მთები დაუფარავს თოვლის საფარებს,
უბრალოდ, სულში შემეკედლა ცივი ზამთარი,
სითბოს მართმევს და ყოველივეს ამით ამთავრებს,

სიზმართან მიმაქვს,
იმედების ყრუ ნაპირები,
გაზაფხულის მზე, ვეღარ ანთებს ჩემში სიცოცხლეს,
გთხოვ მაპატიე, ოცნებები დანაპირები,
მე ჩემს თავს ვერ ვცნობ და არ მიკვირს, შენც არ მიცნობდე..

გთხოვ, ნუ წამიყვან
იქით, სადაც ისევ ბინდია,
სადაც მზის მზერა, ყალბია და სხივი ჩამქრალი,
სადაც სიმართლე, დაობებულ ხავსზე ჰკიდია,
ჩაკეტილია გვირაბი და არ ჩანს ნაპრალი,

მე აქ ვარ, მხედავ?
დაფლეთილ გულს ხელებში გაწვდი,
სისხლშემხმარ მკერდზე, გაგიჟებით ვკაწრავ სტრიქონებს,
მე ჩემს ტკივილებს, ზეცამდე და მის იქით აწვდილს,
ისევ ტკივილით ვიყუჩებ და წამალს ვიწონებ,

ისე ცოტა ვარ...
წლები დამრჩა, როგორც ხურდები...
მსურს მიწას ვეგდო, ვიდრე სულში ტალახს მესვრიან,
ჩვენ დაბადება ზიზღს გვგვრის, მაშინ როცა ვრწმუნდებით
რომ…


მე სიყვარული ტკბილად დამახრჩობს!
ისე ძალიან მომნატრებიხარ,
სული გახლეჩილ ფიქრებს დარაჯობს...
როდის ამავსე ასე პირთამდე,
როდის მოხვედი?-უკვე არც მახსოვს!
დასაბამიდან შენ გერქვა ჩემი,
ცხოვრობდი ჩემში, მოსული სითბოდ...
შენი ფილტვისთვის ჩასასუნთქ ჰაერს,
ღიმილითა და ალალადმითმობ...
და ხშირად ვფიქრობ,ტკივილო ჩემო,
მე შენთვის ვინ ვარ, რა მომაქვს შენთვის?
დაეპატრონა გული შენს გრძნობას,
გრძნობას სხვისთვის და სხვის მიერ შექმნილს!!!
იქნება ვერც ვთქვი ეხლა ლამაზად,
იქნება სიტყვა გამიწყდა სადმე...
გადასარჩენად მოსულხარ ჩემთან,
მიყვარხარ მე შენ ძვირფასო ცამდე!!!
სუნი დაიკრა გარეთ ამინდმა,
გაზაფხულის და.. სახლში ვბრუნდები,
ფიქრში ვუღიმი დანახულ სურათს,
რომ მოვალ შენთან, ჩაგეხუტები!
ისე ძალიან მომნატრებიხარ,
სული გახლეჩილ ფიქრებს დარაჯობს...
მე სიყვარული ან გადამარჩენს,
ანდა ავსებულს, ტკბილად დამახრჩობს


ნასვამმა,რამდენჯერ გაკოცე ტუჩებში...
მკლავებში,
ფაქიზად გარწიე დილამდე...
ეს ღამეც გავლიე ფიქრსა და ნუგეშში
დილა კი,
შენს ღიმილს, შენს ფიქრებს მივანდე...
მთვრალი ვარ,
ამაღამ დამახრჩობს ფიქრები...
შენ ალბათ,
სიზმარში მთვარესთან მღალატობ...
მე მაინც გკოცნი და გეხები, თითებით...
შენს გვერდით ვწევარ და ვერ ვხვდები რაღატომ...

და რატომ,
მაგიჟებს ეს ღამე სულელი...
მთვრალი ვარ ოცნებით,
სადღაა ნამუსი...
შენ ალბათ ჩემს კოცნას სიზმარშიც სულ ელი...
ნაწვალებ ტუჩებში გამჯდარი ბახუსით...

და გარწევ,
დილამდე ჯერ კიდევ შორია...
და
შენზე ფიქრები გონებას მიმღვრევენ...
თითებით გეხები და ასე მგონია...
წუთები, დღეები შენს ფიქრებს მისდევენ...

მთელი გზა,
ისევე შენს ფიქრებს მივანდე...
და ღამეც გავლიე ფიქრსა და ნუგეშში...
მე ღამე გითენე არ გახსოვს? დილამდე...
და დილას ისევე გაკოცე ტუჩებში.



წახვედი,მაგრამ ეს კარგად მჯერა,

ვერ დამივიწყებ მაინც სრულიად,

მარად შენთან ვარ,ვით ბედისწერა,

ვერ გამექცევი გზა დახშულია.

მე შენი გზა ვარ,შენი სახლი ვარ,

ჩემზე იფიქრებ ღამით თუ დღისით,

შენს გულში ისე დიდად ვმარხივარ,

რომ არარ არის ადგილი სხვისი.

ბევრსაც რომ შეხვდე თვალებს ლამაზებს,

ჩემს თვალებს ნახავ იმათში მხოლოდ,

ერთი ვარ შენთვის ამ ქვეყანაზე,

შენი ცხოვრების თავი და ბოლო.

ვისიც არ უნდა გესმოდეს ხმები,

მე მომიგონებ იმ ხმებში მწარედ,

ბაღის ქარივით შემოგეხვევი,

არ მოგაშორებ ღამეულ თვალებს.

და როცა გვიან მარტო დარჩები,

არ მოგასვენებ,არსად არ წავალ,

მე სიგარეტის კვამლში გავჩნდები,

ან ფანჯარაში მთრთოლავ ვარსკვლავად...

და რომ ეცადო ბევრიც,ნუ მიწყენ,

ვერ დამივიწყებ,ვერ დამივიწყებ!..


ამას რომ წაიკითხავ მინდა გაიღიმო, უბრალოდ გაიღიმო...
მინდა ღიმილი გასწავლო...
მინდა გაიღიმო როცა გათენდება... სიცოცხლეს გაუღიმო...
მინდა გაიღიმო როცა წვიმის წვეთი ცხვირზე გაკოცებს...
მინდა გაიღიმო როცა ვარსკვლავი თვალს ჩაგიკრავს ან მზე გაგიცინებს...
გაიღიმო მაშინაც კი როცა ტუჩები იბუტებიან,

როგორ? - თვალებით...

მინდა დღეში ასჯერ, არა ათასჯერ გაიღიმო, არა აქვს მნიშვნელობა ვისთვის ან რისთვის,

უბრალოდ გაიღიმო... იქნებ გათბე...

მინდა წარსული მხოლოდ მოგონებებში ცოცხლობდეს და შენ არ ცხოვრობდე წარსულით...

მინდა ბედნიერება დაინახო იმ ცხოვრებაში რომელშიც ცხოვრობ...

მზე - სამყაროს ათბობს,
ღიმილი - გულებს...
მინდა ყოველი დღე ღიმილით დაიწყო...

და ბოლოს... მინდა არ დამეკარგოს სურვილი მინდოდეს ეს ყველაფერი.. .


მინდა უეცრად ქუჩაში შემხვდე, შემთხვევით ბეჭი გამკრა
და ყველა კოცნა, რაც კი გაჩუქე- მაგ ტუჩებიდან აგფცქვნა!
მინდა წაგართვა ყოველი სიტყვა, შენთვის რომ მითქვამს გრძნობით,
მსურს დავითმინო ეს განსაცდელი,- გული გავსილი ბოღმით...
მსურს დავიბრუნო ყოველი წუთი, გატარებული შენთან,
თუმცა არ ვამბობ რომ არ მომწონდა, როცა ვიყავით ერთად.
მაგრამ დრო მიდის... დრო არ ჩერდება; წარსული მრჩება სევდად,
მე შენ მიყვარდი! ახლაც მიყვარხარ... თუმცა არ მოვალ შენთან!

ვერ დაიბრუნებ ამ დიდ სიყვარულს, სულ ხომ არ ვივლი კენტად,
ვიცი, რომ ერთად აღარ ვიქნებით, რადგან-არ მოხვალ ჩემთან.
ან რა აზრი აქვს შენს დაბრუნებას,-დაიგვიანე უკვე...
და პატიებას, შენთვის რომ მქონდა- ვადა გასვლია წუხელ.


ღმერთო მაპატიე თუ რამე შევცოდე

და ვაბრალებდი სხვას...



თუ სიამაყისგან დაბრმავებულმა

გული გავუცრუე სხვას,



ან უმეცრებისგან ჭკუა არეულმა

მცდარი შევასწავლე გზა,



ან იქნებ დარდისგან, გრძნობა ამღვრეულმა ბოღმით არ ვაჩვენე ხსნა..



ღმერთო მაპატიე ყოველი შეცდომა რადგან ამბნევია გზა,



ჩემი ხსნა და შველა მხოლოდ ამ ლექსშია

სიტყვად გადმოსული ხმა...



ღმერთო მაპატიე..

ზენავ მომიტევე ..

იქნებ... ამაშია ხსნა...!



მუდამ განვკიცხავდი მტერსა და მოყვარეს

სად მოვუყვანივარ ღვარძლს...



ჩემმა სიბრმავემ და ჩემმა სიამაყემ

ღმერთო დამავიწყა ცაც...!



ღმერთო მაპატიე... მეც ბევრი შეგცოდე

თუმცა გავკიცხავდი სხვას,



ესეც მაპატიე ბოლო სიტყვები რომ

ბოლო აღსარებას ჰგავს...



ეს ჩემი დარდი და ეს ჩემი ვარამი ,

მხოლოდ ამ სიტყვებში ჩანს...



ღმერთო მომიტევე ყოველი შეცდომა

ღმერთო გამინათე გზა..!



მუხლზე დავეცემი მხურვალედ ვილოცებ,

თუკი ამაშია ხსნა..!



ოღონდ ნუ გამწირავ,

ოღონდ ნუ დამტოვებ,

ჩემს თავს ნუ დაუთმობ დარდს...!



და თუ აკვირდები შენდამი…


28.01.2011

მე სიბრალული არ მჭირდება, ეს კარგად ვიცი.
ქარებს ვარჩიე ათასწილად ქარიშხალები....
ყოველთვის ჩემით წამოვდექი, როცა დავეცი
და დაცემულებს კიდევ ბევრჯერ დავეხმარები.


მერე რაა, თუ სხვაზე მეტად ყოველთვის მტკივა?!.
დასისხლული მაქვს დარტყმისაგან მუხლისთავები.
მაინც, დაცემულ ანგელოზზე ცოტა მეტი ვარ,
ამიტანია განა სხვა დროს ამისთანები?!....

არ დაიჯეროთ, მერე რა, თუ ხანდახან მცივა,
მერე რაა, თუ ამ დროს ვხდები აუტანელი,
შემოდგომაზე ხეს იმდენი ფოთოლი სცვივა,
კვირტებად რომ აქვს გაზაფხულზე გამოტანილი....

როცა გვიანი შემოდგომა მოჭირხლავს ბილიკს,
მოისარკება თეთრი სახე მზერადყინულის, -
ვიღაცა ჩემზე, უეჭველად, დაიწყებს ქილიკს....
რომ ვარ გულგრილი და გრძნობებში ზედაპირული.

ჰო, სიბრალული არ მჭირდება, - ეს ზუსტად ვიცი,
მაინც დაცემულ ანგელოზზე ცოტა მეტი ვარ.
რაც კი მებადა ყველაფერი უკვე გავეცი,
მიჭერს და...სული ამ სხეულში აღარ მეტევა


28.01.2011

ისე წახვედი რომ, სულმთლად დაგავიწყდი... ისევ აერია დღეებს მისამართი... ბოდიშსმოგიხდიდი, თუნდაც არაფრისთვის... ბოდიშს მოგიხდიდი, თუნდაც ყველაფრისთვის...ისემიატოვა ქარმა, ცა და მიწა... ახლა მოგონება დაქრის შორეული... შენი სიყვარული, ან, რამდამავიწყა... ან, რად მენატრები, სევდამორეული...დიდხანს ვიყოყმანე, დრო რომ გამეყვანა...ახლა, გელოდები... სულის ნაპირებთან... ზაფხულს, შემოდგომა სხვაგან წაეყვანა... მე კი, შენსსიყვარულს ახლა ვაპირებდი...შენმა განშორებამ ისე შემაშინა... აწმყო ათასფერი, შავად შემიღება...ახლა დაგეძებ და მუდამ ძებნაში ვარ... ალბათ, მიყურებ და ჩუმად გეღიმება...ისევ იწურება ახლა,ოქტომბერი... მე ვარ, შემოდგომა... მტკივა ფოთოლცვენა... წუხელ დაგინახე, სიომ დამიბერა...მაგრამ ახლა ვხვდები, ისევ მომეჩვენა...ისე დავიღალე, ჩემი არსებობით... ისე დავიღალე, უგზოსიარულით... შენთან მოვიდოდი, თავგზას აგიბნევდი... ბოდიშს მოგიხდიდი, ჩემი სიყვარულით


ეხლა აქ როიყო ჩემთან ერთად

იმდენს გაკოცებდი დაგახჩობდი
მოგეფერებოდი უსასრულოდ
და ჩემი სურნელით დაგათრობდი
ჩემს ფიქრებს ოცნებებს გაგიმხელდი
უსაზღვრო სიყვარულს გაგიყოფდი
ისე გაგართობდა ჰემთან ყოფნა
გათენებასაც კი ვერ იგრძნობდი
ნეტა რამაცოცხლებს როარ მყავდე
უაზროდ ივლიდენ ალბათ წლები
როცა ვერგხედავ და ჩემთან არხარ
ძალიან,ძალიან მენატრები
რამოხდა ეხლა რო გინატრო
გინატრო და უცებ გაჰნდე ჰემთან
ნიავივით ფიქრებს გამოყვე და
მზის ამოსვლას შევხდეთ დილით ერთად!!!!


← προηγούμενος 1 2 Επόμενο
Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά