მოვალ ,ნარცისებად გაზაფხულზე თეთრით შეგერევი დარდიანო... მოვალ მზის სხივებად ყოველ დილით ყოველ ცისმარეს და ადრიანო... მოვალ კვარაკუნჩხად ღობის ძირში მარტის არეული თვეებიდან... წყაროდ წამოსვლასაც შევეცდები შენ რომ ამომცალო ხელებიდან... მოვალ წვიმის ათას წვეთებში და თმებში გაგებნევი ღიღინებით
Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!