18.06.2014
ar arseboba!
40, Tbilisi, Γεωργία

თუ ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარხარ რამდენად მნიშვნელოვანია კონკრეტული ადამიანი შენთვის, წარმოიდგინე რომ ის აღარ არსებობს..რომ ვეღარასოდეს ნახავ..ვეღარასოდეს გაიგებ მის ხმას და ვეღარასოდეს იგრძნობ მის სითბოს..ზოგჯერ გულს გტკენდა?
წარმოიდგინე რომ აღარც ეგ იქნება..რომ არც არსებულა ეგ ადამიანი და არც არასოდეს იარსებებს..რას გრძნობ? თითქოს ყველაფერი დაცარიელდა შენს გარშემო და ყველაფერმა აზრი დაკარგა? თუ არაფერი შეცვლილა და თავსაც ძველებურად გრძნობ? წარმოიდგინე და ყველაფერი ნათელი გახდება.
არსებობენ ადამიანები, რომლებთანაც თავს კარგად გრძნობ, მაგრამ მათი დაკარგვა არ იქნება შენთვის ტრაგედია..მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც შესაძლოა ზოგჯერ გულს გტკენდნენ, მაგრამ თავისი წასვლით შენი ნაწილიც თან მიაქვთ..თითქოს დაცარიელდი..თითქოს შინაგანად მოკვდი..თითქოს ღირებულებები გიუფასურდება და შინაგანადაც იცვლები..თითქოს ყველაფერი, რაც მანამდე ღირებულად გეჩვენებოდა, მათაც კი ფასი დაკარგეს შენ თვალში, რადგან ყველაფერი მისი სხივით იყო გამთბარი..ის აღარ არის და უკვე ყველაფერი კარგავს თავის ხიბლს..ყველაფერი უფასურდება შენ თვალში..მზეც სხვაგვარად აშუქებს და აღარ გათბობს..აღარც შენი ყოველდღიურობა მოგწონს..აღარც გარემო, სადაც გიწევს ყოფნა..გინდა გაექცე ამ ყველაფერს, მაგრამ იცი საკუთარ თავს ვერ დაემალები..

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά