"ეს წვიმა არ არის,არამედ ცრემლია"
33, Tbilisi, Γεωργία

ეს წვიმა არ არის,არამედ ცრემლია,
მთელი თბილისი,რომ დაუტბორავს,
სულის ტაძარში,ქართველი მრევლია,
რომლის ერთობით ორი მთა გორავს.
ვხედავ ოჯახებს და მათ სამყოფელს,
თუ როგორ მოისპო ორიოდ წუთში,
ჩვენ გადავარჩენთ ჩვენივე სოფელს,
თუ მონდომებას ჩავტევთ ერთ მუჭში.
ეს წვიმა არ არის,არამედ ცრემლია,
ყველა ჩვენგანის სახეს რომ მალავს,
განა სიკვდილი მათი ხვედრია?
დღეს,საქართველოს წითელი ფარავს.
დედაქალაქო,ჩემო თბილისო,
ტკივილი უცხო არ არის შენთვის,
რატომ გვაქციე ზურგი ივნისო,
ამ ტკივილს,კარგი გებოძა ჩვენთვის.
ალაპარაკდა მთელი მსოფლიო,
მოხალისეთა თავდადებაზე,
საკეთილდღეოდ მოსდით ოფლიო,
და ვფიქრობ მათთვის ქანდაკებაზე.
ეს წვიმა არ არის,არამედ ცრემლია,
მთელი თბილისი,რომ დაუტბორავს,
სულის ტაძარში,ქართველი მრევლია,
რომლის ერთობით ორი მთა გორავს.

 
Σχόλια
გიორგი 15.01.2016

kargia

გიორგი 20.01.2018

)))

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά