..................
39, Florence, Ιταλία

მე შენ მიყვარხარ-რომ გითხრა ახლა...

და გულზე თბილად თავი მოგადო...
რომ გითხრა ჩემთვის შენა ხარ განცდა...
სულის გრძნობები უნდა მოგანდო...
მთვარეულივით უშენოდ დავალ...
ცისკარზე სიზმრებს ვაგროვებ ურჩად...
გაყინულ გულში მშველელად ჩავალ...
და გავუყვები ცალუღელ ქუჩას...
დრო ტკივილს ციდან ქარებით ფანტავს...
ქარიან ფიქრებს ამძიმებს დაღლა...
ჩემი თვალები გრძნობებით გხატავს...
და ამ ნახატში მიყვარხარ ახლა...

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά