"xe da me"
34, Batumi, Γεωργία

მამაჩემმა სახლთან ბაღში დარგო ნერგი ვაშლის ხე

დილით ადრე ბაღთან სახლში დავიბადე თურმე მე

ორნივ ერთად ვიზრდებოდით ბაღში ხე და სახლში მე

ერთმანეთთან ვმეგობრობდით ერთად ვიყავთ ხე და მე.

ხე მცხუნავ მზეს მიჩრდილავდა, წყალს ვუსხამდი მიწას მე.

გაზაფხულმა ნექტრით დაგვმყნო, მწვანით ხე და ვნებით მე

აყვავილდა დამშვენდა ხე, დავვაჟკაცდი უკვე მე

ხემ ნაყოფი ინაყოფა დავცოლშვილდი უკვე მე,

ვაშლი შვილებს ახარებდა, შვილები კი მე.

ხე ავდარს და ქარს ებრძოდა, ამ ცხოვრებას კი მე

ბაღში გაველ მომენატრა მეგობარის ნახვა მე

თურმე უკვე წაქცეულა საყვარელი ჩემი ხე.

გული დამწყდა ვიგრძენ მალე მეც მომელის იგივ დღე,

ეს რა შრიალი მომესმა ვინ მეძახის ამ დროს მე

გავიხედე დაკოჟრილ ხეს უყლორტია ნორჩი ხე

სახლიდანაც მეძახიან დღეს ბაბუა გახდი შენ.

ო, განგებავ დაილოცოს შენი ძალა შენი ზნე

სიცოცხლე რომ უკვდავყავი თუმც შეგვცვალე ხე და მე

ახლა ვიცი, ახლა მჯერა სიცოცხლეა მძლეთა მძლე

არასოდეს წაიშლება ბაღში ხე და სახლში მე

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά