17.06.2011
***
42, Tbilisi, Γεωργία

კვლავ ენაცვლება წუთისოფელში
თვალსასეირო გულით სატირალს…
შენ გწამს, რაც შენთვის სასარგებლოა,
მე – რაც მოითხოვს თავის გაწირვას!

არის ცხოვრების უსამართლობა
შენთან მოსული მწარე ფიალით,
ის ეკლის გვირგვინს შუბლზე დაგიდგამს
და შუბლი ელავს სისხლის სიალით.

ნუ დაუმალავ ხალხს ამ იარას,
დადექ იქ, სადაც შუქი ინთება
ეკლიან შუბლზე უფრო ძლიერი
და მშვენიერი მზე გაბრწყინდება.

დამარცხებაში არის სიმაღლე,
რაღაც მეფური და საოცრება!
დამარცხებაში არის სინათლე,
რაღაც ღვთიური და სასოება!

და ვერიდები გამარჯვებულებს, -
გამარჯვებაში, აბა, რა ყრია?!
მე ვეფერები დამარცხებულებს, -
დამარცხებულად თავს რომ არ თვლიან!

 
Σχόλια
tttaaammmiii 17.06.2011

დამარცხებაში არის სიმაღლე,
რაღაც მეფური და საოცრება!
დამარცხებაში არის სინათლე,
რაღაც ღვთიური და სასოება!...????

teamasi 17.06.2011

მე ვეფერები დამარცხებულებს, -
დამარცხებულად თავს რომ არ თვლიან!

13lika13 21.12.2011

მე ვეფერები დამარცხებულებს, -
დამარცხებულად თავს რომ არ თვლიან!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά