ნუ გაგიტკბება
42, Tbilisi, Γεωργία

მე ჯერჯერობით უშენობას არ გავუტყდები,

და მე ხომ ვიცი, უშენობაც არ გამიტყდება,

კვლავ აიშალნენ ვარსკვლავები – ზეცის ფუტკრები,

ჩემი ლოდინი ხანმოკლეა, ნუ გაგიტკბება!..

მზე ზედ აეკრო დედამიწას ცხელი თითებით,

ცა ავჭერი და დავარიგე სიზმრის კარტებად,

და ბრჭყვიალებდნენ ძველ ფურცლებზე ჩემი რითმები,

ელვანამკრთალებ და მზეჩაღვრილ ბრილიანტებად.

ღრუბლის იალქნებს ნაპირებთან ქარი არწევდა,

და მოხუცივით მარტოსული იდგა ჩინარი,

შემოვარღვიე გაზაფხული ხეებს ტანზე და,

მე გაზაფხული ვითავისე ნაქორწილარი.

სული ისეთი ამაყია აღარ ევნება,

თუმცა ნაკვერჩხლად ელავდა და ფერფლად დანაცრეს,

მზე დავაწურე დედამიწას ოქროს მტევნებად,

და დაბნეულმა პლანეტებმა წაიბარბაცეს!

გამოვითხოვე პატიება ჩავლილ დღეებთან,

ვიმარტოვე და მოვიმტკივნე წასვლა მთვარეთი,

ცა დავადაბლე ჩემი სულის სიმაღლეებთან,

მზე გავახუნე ჩემი ლექსის სიმხურვალეთი.

და მივითვისე მდუმარება სილუეტების,

სული ტყდებოდა ციხეებად და გისოსებად,

და მიცურავდნენ ჰორიზონტზე თეთრი გედები,

გამხდარ თითებში გაელვებულ პაპიროსებად...

მე ჯერჯერობით უშენობას არ გავუტყდები,

და მე ხომ ვიცი, უშენობაც არ გამიტყდება,

კვლავ აიშალნენ ვარსკვლავები – ზეცის ფუტკრები,

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά