26.10.2012
asea.....
46, Tbilisi, Γεωργία

მგონი ყველა ჩვენგანი დარწმუნდა იმაში,რომ ვირტუალურ ურთიერთობებს დიდი ძალა აქვთ,არანაკლები რეალურისა.თავიდან ფიქრობ,რომ ეს უბრალო გართობაა,რომლის უფლებაც შენს თავს უნდა მისცე,მაგრამ თანდათან ხვდები,რომ ეს არა მარტო უბრალო გართობა,არამედ შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება.ხვდები,რომ ამ ვირტუალური ცხოვრების გარეშე უკვე აღარ შეგიძლია და არც არაფერი არ გინდა გააკეთო ამ სენის დასამარცხებლად;უარესიც,ფიქრობ,რომ ეს სენი კი არ არის ,არამედ დროის გაყვანის საუკეთესო საშუალებაა,ეს კი ყველაზე დიდი შეცდომაა მათთვის,ვინც ასე ფიქრობს.თუმცა ვაღიარებ ,რომ გარკვეული დროის მანძილზე მეც სწორედ ასე ვფიქრობდი.მაგრამ წლები დაჭირდა იმის გაგებას,თუ რა ხდებოდა სინამდვილეში.

თითქმის ყოველდღე მესმოდა,მავანმა და მავანმა ცოლ-შვილი მიატოვა,ვიღაცამ ქმარ-შვილი და სწორედ ამ ვირტუალური ურთიერთობების წყალობით.საშინელებაა იმის ფიქრიც კი,რომ იმის გამო,ვიღაცის ფოტო მოგეწონა ,ოჯახი დაანგრიო.ჩვენ ალბათ უკვე ყველა ვხვდებით,რომ რაც მიუწვდომელი გვეჩვენება,სწორედ ის გვიზიდავს;გვგონია,რომ თუ ვინმე შორსაა და თბილ , ტკბილ სიტყვებს მოგვწერს იდეალურია,ის კი ვინც მუდამ ჩვენს გვერდითაა და რაღაც წვრილმანის გამო გვსაყვედურობს ან ცივად გვესაუბრება ხანდახან - აუტანელი.მაგრამ ხომ ვიცით,რომ უნაკლო ადამიანი არ არსებობს,რადგან ყველა ადამიანს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები,გინდ ფიზიოლოგიურად და გინდ ფსიქოლოგიურად.

დამერწმუნეთ,ამ რამდენიმე წლის მანძილზე საშინელი ფაქტების მომსწრე გავხდი;საზიზღრობაა,როდესაც უყურებ თუ როგორ სვრის ლაფში ცოლი ქმარს და პირიქით.გამიგონია ცოლმა ქმარს მოატყუა,რომ საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ,სინამდვილეში კი სხვა ქალაქში გადავიდა უცხო მამაკაცთან საცხოვრებლად და მის გვერდით აგრძელებს ცხოვრებას;ანდა ყოფილი ქმარი ცდილობს ,ყოფილ ცოლს წაართვას ყველაფერი,რაც ერთად შექმნეს და ვიღაც უცხო ადამიანს გაუნაწილოს,ეს ვიღაც უცხო კი სწორედ ვირტუალური სამყაროდან გაცნობილი პიროვნებაა,რომელიც შორიდან ძალიან მიმზიდველად გამოიყურება...სიმართლე გითხრათ ასეთი ურთიერთობების ბოლო როგორი იქნება არ ვიცი,თუმცა ვიცი ნამდვილად,რომ ვირტუალური ცხოვრება არაფრით არ განსხვავდება რეალურისაგან;გრძნობ ,განიცდი,გიყვარდება ,გძულს და ა.შ .თითქმის ხდება იგივე,რაც რეალობაში,გარდა ფიზიკური სიახლოვისა.

ერთადერთი დადებითი,რაც ამ ურთიერთობებს აქვს არის ის,რომ ძალიან ეხმარება მარტოხელა,მარტოსულ ადამიანებს...ეს ურთიერთობები საუკეთესოა მათთვის ვინც ვერ ახერხებს გარეთ გასვლას და სხვა ადამიანებთან ურთიერთობას რაღაც დოზით.არ დაგიმალავთ და მეც ბევრჯერ დამხმარებია ისეთ დროს,როდესაც არავისთან დალაპარაკების სურვილი არ მქონია რეალობაში ,რადგან ჩემთვის იმ მომენტში არ ჩანდა საინტერესო ადამიანი გვერდით,აქ კი პირდაპირ ცვენა იყო საინტერესო ადამიანებისა,ქალი იქნებოდა ის თუ მამაკაცი...რომლებიც გარკვეული დროის შემდეგ იკარგებოდნენ, ან მე ვკარგავდი მათ მიმართ ინტერესს რაღაც მიზეზების გამო,მოკლედ ყველაფერი ისე ხდებოდა,როგორც ცხოვრებაში...თუმცა დასაკარგი უნდა დაიკარგოს და არ ღირს ვინმეს გაეკიდო,როგორც იტყვიან ,,წყალნი წავლენ და წამოვლენ,ქვიშანი დარჩებიანო”.ცხოვრებაც ასეა,ის ვინც წასასვლელია წავა,ხოლო ის ვინც შენს გვერდით უნდა იყოს -დარჩება.

ჩვენ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებთ,რომ უკეთესი ცხოვრება გვქონდეს და ბედნიერები ვიყოთ,უფრო სწორად მოვიპოვოთ თავისუფლება,რომელიც ამ ყველაფერს მოგვიტანს,მაგრამ ხდება პირიქით და მიჯაჭვულები ვართ ინტერნეტ სივრცეს,რომელმაც წაგვართვა თავისუფლება და რეალობის შეგრძნება.მთავარია ვირტუალურმა სამყარომ არ დაანგრიოს ის,რაც წლების მანძილზე ვაშენეთ;არ გააუფასიუროს ის,რაც თითოეული ჩვენთაგანისათვის ფასეული იყო ერთ დროს;იმის მაგივრად,რომ ბედნიერად ვიგრძნოთ თავი გაგვაუბედუროს...

 
Σχόλια
aMIRZAde 03.07.2013

სიყვარულს ბევრი რამ ემუქრება, მაგრამ ამ ყველაფერმა არ უნდა დაანგრიოს ჩვენივე სიყვარული...გავუფრთხილდეთ სიყვარულს..

kaxelikaci 24.06.2013

didixania aseti simartle arutqvamt aq :D samwuxaro simartle

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά